მედიკამენტების გაზრდილი ფასი წლიდან წლამდე პრობლემად რჩება - ანდრია ურუშაძე

მედიკამენტების გაზრდილი ფასი წლიდან წლამდე პრობლემად რჩება - ანდრია ურუშაძე

access_time2022-09-16 18:00:28

საქართველოს ჯანდაცვის სისტემის მთავარ გამოწვევებზე, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, მოსახლეობის მიერ ჯანდაცვაზე გაწეული ხარჯები ფინანსური სიდუხჭირის მიზეზი ხშირად ხდება, მიუხედავად იმისა,  რომ 2013 წლიდან ქვეყანა ცდილობს, რომ საყოველთაო ჯანდაცვის ყოვლისმომცველი პროგრამა უზრუნველყოს. მედიკამენტების მაღალი ღირებულება ჯიბიდან გადახდების წილს ზრდის, რაც დაბალშემოსავლიანი ოჯახებისთვის ბარიერად რჩება.  გარდა ამისა WHO წერს, რომ პრობლემები, ჯანდაცვის სერვისების მიმართულებითაც არის, რადგან ქვეყანაში ერთ სულ მოსახლეზე ექიმების რაოდენობა ძალიან მაღალია, თუმცა ექთნების მიმართულებით სექტორში დეფიციტია. როგორც ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში ჯანდაცვის ექსპერტმა, ანდრია ურუშაძემ აღნიშნა, სექტორში მთავარი პრობლემა, წლიდან წლამდე არის ის გამაღარიბებელი ხარჯები, რომლის  გადახდაც სამედიცინო მომსახურების დროს ოჯახს უწევს.

 

„საყოველთაო ჯანდაცვას, ჰქონდა ერთი მნიშვნელოვანი ამოცანა, რომ გაეზარდა ხელმისაწვდომობა სამედიცინო მომსახურებაზე, მაგრამ ამავე დროს არ უნდა დავივიწყოთ ის, რომ სამედიცინო სისტემას კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ამოცანა ჰქონდა. ეს იყო მოქალაქეების გაღარიბებისა და ფინანსური რისკებისაგან დაცვა. ფინანსური რისკების მართვის ნაწილი ჯერჯერობით სუსტად  არის  წარმოდგენილი. მთავარი პრობლემა დღეს არის, როგორც მზარდი ხარჯები, ასევე  დაფინანსების მოდელი, რომელიც  ჩვენ მოსახლეობას  კატასტროფული ხარჯისგან ვერ იცავს. წლიდან წლამდე პრობლემად  რჩება  მედიკამენტების  გაზრდილი ფასი და ზოგადად  მედიკამენტების  არარაციონალური მოხმარება, რაც ჩვენი მოქალაქეების ფინანსურ  კეთილდღეობას  ურტყამს“, - აღნიშნა ანდრია ურუშაძემ.


ურუშაძე ამბობს, რომ იმ შემთხვევაში თუ  ჯიბიდან ხარჯების ანალიზს გავაკეთებთ დავინახავთ, რომ ხარჯების დიდი ნაწილი მომსახურების მიღების  შემდგომ გადახდილ ხარჯებზე მოდის. 

 

„ძალიან ბევრმა ჩვენზე მდიდარმა ქვეყანამ მოახერხა და ისეთი სისტემა შესთავაზა თავის მოსახლეობას, სადაც აქცენტი წინასწარ გადახდილ ხარჯებზეა გაკეთებული. ეს არის შემავსებელი  დაზღვევის ფორმების განვითარება, როდესაც ის რისკები, მათ შორის სამედიცინო მომსახურებასთან დაკავშირებული მედიკამენტის ხარჯები, ან კატასტროფული ხარჯები, რომელსაც  არ და  ვერ ფარავს  სამედიცინო დაზღვევა. მოქალაქეს შესაძლებლობა ჰქონოდეს აირჩიოს დამატებითი კერძო დაზღვევა, ან რაიმე  სხვა დამატებითი ინსტრუმენტი ფინანსური რისკებისგან დასაცავი და ამავე დროს ამან ხელი არ  შეუშალოს იმას, რომ პარალელურად  სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული სამედიცინო მომსახურებით ისარგებლოს.



ჩვენ ადრეც  ვიძახდით, რომ მკაფიოდ უნდა გაიმიჯნოს და უნდა მოხდეს თანამშრომლობა, როგორც  კერძო, ასევე  სახელმწიფო  დაფინანსების პროგრამებზე. ასევე  უნდა გაიზარდოს მოსახლეობის ინფორმირება რისკებთან დაკავშირებითაც, რადგან შექმნილია ილუზია, რომ ყველაფერი არის  უფასო და  ყველაფერს ფარავს საყოველთაო დაზღვევა. პოლიტიკურად მესმის ეს რატომ არის  გაკეთებული, მაგრამ რეალურად როცა ოჯახი ამ ხარჯების წინაშე დგება, მაშინ უკვე ამაზე ინფორმირება გვიანია და გვიანია, რომ მოსახლეობა მიხვდეს, რომ დღეს ძალიან ბევრი გვაქვს გასაკეთებელი იმისთვის, რომ უნივერსალური ჯანდაცვა გვქონდეს და მოსახლეობა გაღარიბებისა და უხარისხო მედიკამენტებისგან დაცული იყოს“, - აღნიშნა ანდრია ურუშაძემ.

 

ანდრია ურუშაძემ პირველადი ჯანდაცვის პრობლემაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ წლიდან წლამდე საუბარია იმაზე, რომ გვაქვს სუსტი პირველადი ჯანდაცვა, რაც კოვიდის პერიოდშიც გამოჩნდა.


„თუ ჩვენ გვინდა, ვისაუბროთ იმაზე, თუ როგორ მოვაგვაროთ ეს ყველაფერი, აუცილებელია, რომ დაფინანსების  სხვა  მოდელზე გადავიდეთ, რომელსაც  ჩვენ  შეიძლება  სტრატეგიული შესყიდვა ვუწოდოთ, როდესაც დაფინანსება  დაკავშირებულია მათ  შორის პირველადი  ჯანდაცვის  შედეგებზე, ანუ დღეს ჩვენ გვაქვს, პასიური ტრანსფერი თანხების, თანხებს იხდის  სახელმწიფო, მაგრამ ნაკლებად ინტერესდება რა შედეგი მოჰყვება ამ თანხებს  და რამდენად  მოტივირებულია პირველადი  ჯანდაცვის  ექიმი თუ ექთანი იმისთვის  რომ შედეგზე ორიენტირებული  მომსახურება გაუწიოს მოსახლეობას.

 

თუ  ჩვენ ვერ მოვახერხეთ ხელფასების გაზრდა, ვერ მოვახერხეთ ადამიანების მოტივირება, რომ მისი საქმიდან გამომდინარე მას  ფინანსური ბენეფისები ჰქონდეს. თუ ჩვენ ვერ მოვახერხეთ იმ ფრაგმენტაციის დაძლევა რაც არის სისტემაში, როდესაც მკაფიო  კავშირი მეორად ჯანდაცვას და პირველად ჯანდაცვას  შორის არ არსებობს, დაკარგულია  ეს კავშირი და ერთიანი მართვის მოდელი, ამ  შემთხვევაში ჩვენ  წლიდან წლამდე ამ პრობლემაზე ვისაუბრებთ. მთავარია ვისაუბროთ იმაზე როგორ მოვაგვაროთ ეს პრობლემები, თორემ  ამ პრობლემების შესახებ საუბარი სულ არის“, - აღნიშნა ანდრია ურუშაძემ.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up