მინსკი ყალბი სოციალური ანგარიშებით ცდილობს ხაფანგში გააბას უკრაინაში ბრძოლის მსურველი ბელარუსები

მინსკი ყალბი სოციალური ანგარიშებით ცდილობს ხაფანგში გააბას უკრაინაში ბრძოლის მსურველი ბელარუსები

access_time2022-03-20 17:10:17

ბელარუსის ხელისუფლება, შესაძლოა, სოციალურ ქსელებში შექმნილი ყალბი ანგარიშებით ხაფანგს უგებდეს იმ მოქალაქეებს, რომლებსაც რუსეთის ინტერვენციის წინააღმდეგ უკრაინის მხარეზე მოხალისედ ბრძოლა სურთ. ამის შესახებ ბელარუსის ოპოზიციის ლიდერებმა ხმამაღალი საუბარი დაიწყეს მას შემდეგ, რაც მარტის დასაწყისში უცხოეთის კონფლიქტში მონაწილეობისა და სოციალური სიძულვილის გაღვივებისთვის დააკავეს სერგეი ჰრიბოჩევი. ამ დაკავების შესახებ ცნობა 14 მარტს გაავრცელა ბელარუსის პროსახელისუფლებო ტელეგრამის არხმა.

ვიდეოზე ჩაწერილ, სავარაუდოდ, იძულების გზით მოპოვებულ აღიარებით ჩვენებაში 53 წლის ჰრიბოვიჩი ამბობს, რომ იგი მას შემდეგ დააკავეს, რაც ტელეგრამის არხში შეავსო სპეციალური ფორმა, რომელიც წარმოადგენდა განაცხადს იმ დანარჩენ ბელარუსებთან შეერთების თანხმობით, რომლებიც მეზობელ უკრაინაში იბრძვიან.

მიჩნეულია, რომ სულ მცირე 200-მა ბელარუსმა აიღო ხელში იარაღი რუსეთის ინტერვენციისგან უკრაინის დასაცავად. ბელარუსული ქვედანაყოფის თანახმად, რომელიც მოხალისეებს აგროვებს, მის რიგებში გაწევრიანების სურვილს ასობით ადამიანი გამოხატავს.

ბელარუსული რაზმი, რომელიც საკუთარ თავს კასტუს კალინოვსკის სახელობის ბატალიონს უწოდებს, საკუთარი ტელეგრამის არხს იყენებს მოხალისეთა გადაბირებისთვის, რისთვისაც შექმნა სპეციალური ჩათი მოხალისეებს შორის სოციალური ქსელში პირადი ინფორმაციის პირდაპირი გაცვლის მიზნით.

ჯგუფის განცხადებაში ნათქვამია, რომ მას არ მიუღია ჩათის საშუალებით არანაირი შეტყობინება ჰრიბოვიჩისგან, რომელიც, სავარაუდოდ, ლუკაშენკას ხელისუფლების მიერ შექმნილი ყალბი ჩათის მსხვერპლი გახდა. „თუ თქვენ რუსეთში ან ბელარუსში იმყოფებით, ნუ გამოიყენებთ თქვენს ნამდვილ სახელს, ყველასგან დამალეთ თქვენი ტელეფონის ნომერი, ან უმჯობესია, რომი შეიძინოთ ახალი სიმ-ბარათი“, - აფრთხილებს კასტუს კალინოვკის სახელობის ბატალიონი თავის არხის საშუალებით იმ მოხალისეებს, რომლებიც შესაძლოა ხელისუფლების მიერ დაგებულ ხაფანგში გაებან.

ორგანიზაცია Bypol-ის წარმომადგენელი, ალექსანდრ აზაროვი, იხსენებს, რომ მისმა ორგანიზაციამ წარსულში დოკუმენტურად დაადასტურა ტელეგრამაში ყალბი ჩათების არსებობა, რომელიც ბელარუსების ხაფანგში გასაბმელად იყო შექმნილი. კერძოდ ასეთი ტელეგრამის გვერდის საშუალებით ბელარუსის ხელისუფლება აქვეყნებდა მოხელეებზე თავდასხმის გეგმას და მიუთითებდა პრივატულ კონკრეტულ ჩათს მათთვის, ვისაც ასეთ თავდასხმაში მონაწილეობდა სურდათ. აზაროვის თანახმად, ამ ხაფანგის გამოყენებით ბელარუსის ხელისუფლებამ მოტყუებით ათობით ადამიანი დააპატიმრა.

წყარო: რადიო თავისუფლება




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up