გერმანიის ყოფილი კანცლერი, ანგელა მერკელი ავტობიოგრაფიის დაწერას აპირებს, სადაც მის ყველაზე მნიშვნელოვან პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს ახსნის.
67 წლის მერკელმა თითქმის რეკორდული, 16-წლიანი მმართველობის შემდეგ კანცლერის თანამდებობა ოლაფ შოლცს გადასცა.
ყოფილი კანცლერის ოფისის მენეჯერმა, ბეატე ბაუმანმა, Der Spiegel-ს განუცხადა, რომ მერკელს “არ სურს მთელი თავისი ცხოვრების მოყოლა. მას სურს ახსნას ცენტრალური პოლიტიკური გადაწყვეტილებები საკუთარი სიტყვებით”. ბაუმანის თქმით, წიგნი ორ-სამ წლიან პროექტად არის გათვლილი და ჯერ არ ჰყავს გამომცემელი.
“დარწმუნებული ვართ, რომ თუ ჩვენ შექმნით ამ წიგნს, ამას გავაკეთებთ მარტო, მწერლების, ისტორიკოსების, ჟურნალისტების გარეშე”, - ამბობს ბაუმანი.
წიგნის მეშვეობით მკითხველი უფრო მეტს გაიგებს არაერთი კრიზისის შესახებ, 2007 წლის გლობალური რეცესიიდან 2015 წლის ევროპელ ლტოლვილთა კრიზისის ჩათვლით.
ანგელა მერკელი, ყოფილი მეცნიერი, რომელიც გაიზარდა აღმოსავლეთ გერმანიაში, პოლიტიკაში წავიდა, როდესაც კომუნიზმი დაინგრა და შეუერთდა პირველ მთავრობას მაშინდელი კანცლერის, ჰელმუტ კოლის დროს.
იგი მსახურობდა ოჯახისა და ქალთა საქმეთა მინისტრად, შემდეგ გარემოს დაცვის მინისტრად, სანამ 2000 წელს მემარჯვენე ცენტრისტული ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის ლიდერი გახდებოდა. მერკელი 2005 წელს გერმანიის პირველ ქალ კანცლერად აირჩიეს.
წყარო: "ბიზნეს ფორმულა"