გერმანიის ყოფილი კანცლერის, ანგელა მერკელის განცხადებით, დასავლეთმა ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ რუსეთისა და ვლადიმერ პუტინის მხრიდან ამ დამპყრობლურ ომს ბოლო მოუღოს. ამის შესახებ მან სააგენტო dpa-სთან ინტერვიუში განაცხადა.
„ეს არის „ცივი ომის“ დასრულების შემდეგ ევროპის ისტორიაში ყველაზე გარდამტეხი მომენტი. საერთაშორისო სამართლის ამ უხეშ დარღვევას არანაირი გამართლება არ აქვს. ვგმობ რუსეთის ქმედებებს. სოლიდარობას ვუცხადებ უკრაინელ ხალხს და ზელენსკის მთავრობას“, - განაცხადა მერკელმა.
imedinews.ge