ჯანსაღი კვების ბრენდი Anna Healthy Foods ანა არუთუნიანმა USAID-ის მხარდაჭერით შექმნა, რომელიც მომხმარებლებს თხილეულისგან დამზადებულ ორგანულ კარაქს სთავაზობს.
„მე მქონდა ენთუზიაზმი და უნარი შემექმნა ხარისხიანი პროდუქტი, მაგრამ არ გამაჩნდა ის ცოდნა და გამოცდილება, რომელიც წარმატებული ბიზნესის წამოწყებასა და მართვას სჭირდება. საბედნიეროდ, USAID-ის მხარდაჭერით ჩატარებული ტრენინგები დამეხმარა პროფესიულ ზრდაში. წორედ ეს ტრენინგები აღმოჩნდა ჩემთვის როგორც თეორიული განათლების, ასევე პრაქტიკული გამოცდილების მიღების ძირითადი წყარო“, - აცხადებს არუთუნიანი.
პროდუქცია არაქისის, ნუშის და ქეშიუს კარაქებს მოიცავს. კარაქები წარმოდგენილია, როგორც სუფთა სახით, ასევე მარილის, შაქრისა და კაკაოს დანამატებით. ბუნებრივი ინგრედიენტებით დამზადებული პროდუქცია არის როგორ დიეტური, ისე დიაბეტური და სასარგებლო იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ზრუნავენ ჯანმრთელობაზე, უპირატესობას ვეგანურ რაციონს ანიჭებენ, მარხულობენ ან უბრალოდ, უყვართ თხილეული.
Healthy Food ბათუმის სუპერმარკეტებშია წარმოდგენილი. თუმცა, ანა არუთუნიანი პროდუქციის რეალიზაციას თბილისშიც აპირებს. ის ასევე მუშაობს ახალ რეცეპტებზე, და ერთგული მომხმარებლების გასახარად, საკუთარი ასორტიმენტის კიდე უფრო გაფართოებას გეგმავს.