„ანომალიაა, რომ დასაქმებული ადამიანი ყოველწლიურად ღარიბდება“ - ირაკლი პეტრიაშვილი

„ანომალიაა, რომ დასაქმებული ადამიანი ყოველწლიურად ღარიბდება“ - ირაკლი პეტრიაშვილი

access_time2023-01-18 17:00:24

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარის, ირაკლი პეტრიაშვილის განცხადებით, ბიზნესის ზოგიერთ დარგში დასაქმებული ადამიანები კვირაში კვლავ 48 საათი მუშაობენ და  შესაბამის ანაზღაურებას არ იღებენ. მისივე  თქმით ანომალიაა ის, რომ დასაქმებული ადამიანი ყოველწლიურად ღარიბდება. მედიაჰოლდინგ „კვირაში“ გამართულ პრესკონფერენციაზე ირაკლი პეტრიაშვილმა აღნიშნა, რომ შეშფოთებას იწვევს ბიზნესის მხრიდან ატეხილი აჟიოტაჟი,. რომელიც სპეციალურ  სამუშაო  რეჟიმთან არის დაკავშირებული.


„ჩვენს შეშფოთებას იწვევს ბიზნეს სექტორის მხრიდან გარკვეულწილად აჟიოტაჟი, რომელიც შექმნილია სპეციალურ სამუშაო რეჟიმთან დაკავშირებით. თითქოს მათთვის ეს გახლავთ გარკვეულწილად მოულოდნელობა, საახალწლო სიურპრიზი, საახალწლო საჩუქარი, რომ ეს დააქცევს ბიზნესს, კადრების დეფიციტი და კადრების მოზიდვის პრობლემა აქვთ და ასე შემდეგ. რეალურად სხვადასხვა დარგში დასაქმებული ადამიანები კვირაში 40 საათს უნდა მუშაობდნენ და მათ დამსაქმებლები ამუშავებდნენ 48 საათი, სწორედ იმიტომ, რომ ჯიბიდან ზედმეტი თანხა არ ამოეღოთ, ხოლო ზეგანაკვეთური შრომა არ დაეფასებინათ. იმ დროს, როცა მსოფლიოში უამრავ ქვეყანაში განიხილება 35-საათიანი და 4-დღიანი სამუშაო კვირა, ჩვენ ქვეყანაში დავა გვაქვს და ბიზნესი თავში ხელს ირტყამს იმასთან დაკავშირებით, რომ 48-საათიანი უნდა ყოფილიყო სამუშაო კვირა და მთავრობამ რატომ შეზღუდა. დამსაქმებლების მიერ ეს ქმედება სიძუნწესთან დაკავშირებული ალიაქოთია, რომელსაც რეალობასთან, ბიზნესთან და ეკონომიკის გაუბედურებასთან ან გაპარტახებასთან საერთო არაფერი აქვს, ისე როგორც საერთო არაფერი აქვს, თითქოს შრომის ინსპექცია დააქცევდა ეკონომიკას და ვნახეთ, რომ ეს ასე არ მოხდა.

 


როგორ უნდა ეშველოს დასაქმებას, თუ ერთი ადამიანი მინიმალური შემოსავლით მუშაობს 60,70, 80 საათი და ასე შემდეგ. როგორ უნდა ეშველოს იმას, რომ 652 000 ათასი ადამიანი საქართველოში არის სიღარიბის ზღვარს ქვემოთ და ამ 652 000-ში არიან დასაქმებული ადამიანებიც, ანუ ეს არის ფაქტობრივად ანომალია, რომ ადამიანი დასაქმებული იყოს და ის ყოველწლიურად ღარიბდებოდეს, რაც პირდაპირ ნიშნავს იმას, რომ შესაბამისი შემოსავალი და ხელფასი ანაზღაურება ამ ადამიანებს არ აქვთ. ჩვენ გვესმის, რომ მოქალაქეები ქვეყანას ტოვებენ, ის რასაც ბიზნესი აცხადებს, რომ მათ უჭირთ კადრების პოვნა, რა თქმა უნდა, კადრების პოვნა გაუჭირდებათ იმიტომ, რომ შესაბამისი ანაზღაურება არ აქვთ. ბუნებრივია, ეს ადამიანები ეძებენ გამოსავალს და ქვეყანას ტოვებენ.

 

როგორ შეიძლება, რომ ქვეყანაში 4%-ს შემოსავალი ჰქონდეს იგივე რაც 70%-ს? 108 ადამიანს ქვეყანაში აქვს იგივე ხელფასი და შემოსავალი, რაც 130 000 ადამიანს. ბიზნესს არ ესმის, რომ საათობრივი ანაზღაურება, რომ იყოს და 10 დოლარს შეადგენდეს, 40 საათის ზემოთ ჩაირთვება მრიცხველი და ის ზეგანაკვეთურად ნაანგარიშები იქნება იმიტომ, რომ საქართველო ვერ იქნება კუნძული, რადგან ის არ არის ჩრდილოეთ კორეა ან კუბა“,- განაცხადა პეტრიაშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირაში“.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up