ჰაკერთა ჯგუფმა Anonymous-მა განაცხადა, რომ შეაღწია რუსეთის ცენტრალური ბანკის მონაცემთა ბაზაში.
ჰაკერების მიერ 24 მარტს ტვიტერით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 48 საათის განმავლობაში საჯაროდ გამოაქვეყნებენ საიდუმლო ხელშეკრულებების 35 000-ზე მეტ ფაილს.
ამ შეტყობინებამდე რამდენიმე საათით ადრე, Anonymous-მა კიდევ ერთხელ მიმართა უცხოურ კომპანიებს, რომლებიც რუსეთში მუშაობას განაგრძობენ, დატოვონ რუსული ბაზარი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჰაკერთა ჯგუფი ამ კომპანიებს კიბერთავდასხმით ემუქრება.
Anonymous-მა რუსეთს კიბერომი გამოუცხადა უკრაინაზე თავდასხმის გამო. ჰაკერთა ჯგუფმა არაერთხელ გათიშა რუსეთის სახელმწიფო და კერძო სტრუქტურების და კრემლის მიერ კონტროლირებული მედიასაშუალებების საიტები.