ჰაკერების ჯგუფმა Anonymous-მა, რომელმაც ახლახან განაცხადა, რომ შეაღწია რუსეთის ცენტრალური ბანკის კომპიუტერულ სისტემაში, 28GB-ის მოცულობის მონაცემები გამოაქვეყნა. დოკუმენტების ბმულები Anonymous-ის ტვიტერის ანგარიშზეა მითითებული.
ჰაკერები აცხადებენ, რომ დოკუმენტები ინტერნეტის სხვადასხვა წერტილში დაგზავნეს და, თუკი მათ ცენზურას დაუქვემდებარებენ, ჰაკერები ახალ ბმულებს გამოაქვეყნებენ.
ინტერნეტში გამოჩნდა ასობით სააუდიტორო დასკვნა და მონაცემები ბანკების მფლობელების შესახებ. თავად ჰაკერები აცხადებენ, რომ წვდომა მოიპოვეს ცენტრალური ბანკის „საიდუმლო შეთანხმებებზე“.
Anonymous-მა ასევე გამოაქვეყნა ვიდეომიმართვა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისადმი.