თემურ ჭყონია: ანტიკორუფციული სააგენტო საჭიროა,

თემურ ჭყონია: ანტიკორუფციული სააგენტო საჭიროა, "ქართულ ჯიგრულ პონტში" რომ არაფერი გაკეთდეს

access_time2021-06-29 11:00:20

„ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნა თუნდაც იმიტომაა საჭირო, რომ ქართულ ჯიგრულ პონტში არაფერი გაკეთდეს“, - ასე აფასებს „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ პრეზიდენტი თემურ ჭყონია ფრაქცია „ლელოს“ ინიციატივას ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნის შესახებ. ბიზნესმენი აცხადებს, რომ კორუფციის პრობლემა მეტ-ნაკლებად ყველა სახელმწიფოშია და გამონაკლისი არც საქართველოა. მისი თქმით, კანონპროექტის განხილვისას მმართველი გუნდის წევრებმა ყურადღება არ უნდა მიაქციონ ინიციატორებს, რადგან ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნა საზოგადოებრივი გადაწყვეტილებაა.

 

"ნუ მივაქცევთ ყურადღებას, ინიციატივით ვინ გამოდის, რადგან ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნა ყველა სახელმწიფოსთვის აუცილებელია, არა მარტო საქართველოსთვის. კორუფციული გარიგებებისგან დაზღვეული არც ერთი სახელმწიფო არ არის. ლელო რა  ინიციატივითაც გამოდის, ჩავთვალოთ, რომ ეს არის საზოგადობრივი გადაწყვეტილება და არა პარტიული. სააგენტოს შექმნა საზოგადოებისთვისაა აუცილებელი და არა პარტიისათვის. მმართველი გუნდი შეიძლება შეეწინააღმდეგოს ინიციატივას, რადგან კანონპროექტი ოპოზიციის მიერაა შემუშავებული. როგორც წესი, რაც არ უნდა ჭკვიანური და აქტუალური იყოს ინიციატივა, ოპოზიციის კანონპროექტს უმრავლესობა სამწუხაროდ ბლოკავს, მაგრამ „ქართულმა ოცნებამ“ უნდა იცოდეს, რომ ეს საზოგადოებრივი დაკვეთაა. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, რომ უნდა იყოს კოალიციური მმართველობა, ზუსტად ამისთვისაა საჭირო. მოწინააღმდეგე რას ეწინააღმდეგება? რომ ანტიკორუფციული სააგენტო არი იყოს? ისმის კითხვა – არ არის კორუფცია სახელმწიფოში? რა თქმა უნდა, კორუფცია ჩვენთანაც რატომ არ უნდა იყოს? ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა და იმიტომ თუ რა? ვერ წარმომიდგენია, ვის უშლის ხელს ეს სააგენტო, ან რატომ უნდა შეუშალოს?“, - აცხადებს თემურ ჭყონია.

 

„კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ პრეზიდენტი  მიიჩნევს, რომ კორუფცია არ არის მხოლოდ განვითარებისთვის ხელის შეშლა, თემურ ჭყონია თქმით, კორუფცია არის სახელმწიფოს ღალატი, ხოლო კორუმპირებული ადამიანი სახელმწიფოს მოღალატეა.

 

„კორუფცია ერთ ბიზნესს ავითარებს, ხოლო მეორეს, ხელმისაწვდომობის ნაკლებობის გამო, აზარალებს. თუმცა, კორუფცია შეიძლება გამოვლინდეს თანამდებობებზე დანიშვნისას, წახალისებაზე, სასამართლო სისტემაში. ამ საკითხზე უამრავ ბიზნესმენს ველაპარაკები, ყველა ფიქრობს, რომ ანტიკორუფციული სააგენტოს არსებობა გამოიწვევს სიფრთხილეს, რაღაცების შეფერხებას. არ არ არის აუცილებელი ორგანოს სადამსჯელო ფუნქცია მივცეთ. თუ ეცოდინებათ, რომ კომისია ისეთივე წესებით მოქმედებს, რომელიც მთელს მსოფლიოში, რა თქმა უნდა კორუფციის დონე ნულამდე ვერ დავა, მაგრამ რისკებს ძალიან შეამცირებს. კორუფციული თემების გამოვლინება მარტო ჟურნალისტურ კვლევებზე რომ არ იყოს დამოკიდებული, აუცილებელია სააგენტოს შექმნა“, - განაცხადა თემურ ჭყონიამ.


 

ბიზნესმენი ამბობს, რომ შეიძლება საკანონმდებლო ორგანოში ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნას მხარი დაუჭირონ, თუმცა, მისი თქმით, უწყების ეფექტური მუშაობისთვის აუცილებელია სააგენტო კვალიფიციური გუნდით დაკომპლექტ​დეს.

 

„სააგენტო პირველ რიგში დაკომპლექტებული უნდა იყოს სპეციალისტებით, რომლებიც თემაში ერკვევიან. მეორე რიგში ნდობის ფაქტორი უნდა იყოს ძალიან დიდი. სააგენტოს შექმნა ერთია, ხოლო შემადგენლობა მეორე. შეიძლება პარლამენტმა სააგენტოს შექმნას მხარი დაუჭიროს, მაგრამ  შემადგენლობის დამტკიცება არ იქნება იოლი.  უწყება ეფექტურად იმუშავებს, თუ იქნება პროფესიონალიზმი და წესიერება“, - ამბობს ბიზნესმენი.

 

ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნის ინიციატივით პარლამენტში ფრაქცია ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის  გამოვიდა. კანონპროექტის მიხედვით, ანტიკორუფციული სააგენტო იქნება ორგანო, რომელიც შეისწავლის კორუფციის შესაძლო ფაქტებს. საკანონმდებლო ინიციატივით, უწყებას უნდა ჰყავდეს დამოუკიდებელი თავმჯდომარე, რომელიც პარლამენტის წინაშე იქნება ანგარიშვალდებული.


ბაჩო ადამია 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up