ანტიკრიზისული გეგმის გარეშე დარჩენილი რესტორნების დიდი ნაწილი ბაზარზე ფუნქციონირებას ვეღარ შეძლებს

ანტიკრიზისული გეგმის გარეშე დარჩენილი რესტორნების დიდი ნაწილი ბაზარზე ფუნქციონირებას ვეღარ შეძლებს

access_time2020-04-23 17:00:57

კორონავირუსის პანდემიის გავრცელების შესაჩერებლად მცირე ბიზნესიდან რესტორნები ერთ-ერთი ობიექტია, რომლებიც შემოსავლისა და ანტიკრიზისული გეგმის გარეშე დარჩნენ.   დაწესებული შეზღუდვების გაუქმების შემდეგ კი საქართველოში რესტორნების დიდი ნაწილი ფუნქციონირებას ვეღარ გააგრძელებენ. 


ამის მიზეზი ის ხარჯია, რომელიც ბიზნესს ყოველდღიურად აწვება, შემოსავალი კი ნულს უტოლდება. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა აქვთ იმ ობიექტებს, რომლებსაც საბანკო ვალდებულება ან იჯარის ქირა აქვთ გადასახდელი. როგორც ბიზნესის წარმომადგენლებს, ასევე რესტორატორთა ასოციაციაშიც მიაჩნიათ, რომ არსებულ სიტუაციაში აუცილებელია ბიზნესს სახელმწიფომ შესთავაზოს ანტიკრიზისული გეგმა.


„გასტრონომიული ტურიზმის ბიზნესის ასოციაციის“  დამფუძნებელის ქეთევან კვიჭიძის განცხადებით,  საქართველოში რესტორანთა დიდ ნაწილს არც ანტიკრიზისული გეგმა აქვს და დიდი ნაწილი  ფუნქციონირებას ვეღარ გააგრძელებს, რადგან მათთმა ხარჯმა უკვე შემოსავლებს გაუსწრო, რის გამოც იძულებულები არიან ბაზარი დატოვონ. 


„ისეთი მდგომარეობაა შექმნილი, რომ წინასწარ რთულია ივარაუდო თუნდაც ანტიკრიზისული გეგმა რა ფორმის უნდა იყოს. ზოგადი ფონი საკმაოდ რთულია , რადგან სარესტორნო ბიზნესი დამოკიდებულია, როგორც  ტურიზმზე, ასევე ადგილობრივ მომხმარებელზე. არცერთ მათგანს მომსახურებაზე ხელი აღარ მიუწვდება. სარესტორნო ბიზნესის დიდი ნაწილი მიიღებს დარტყმას, ნაწილი კი ვერც გაიხსნება, რადგან ფართის ქირას ზოგიერთი მათგანი დღემდე იხდის. სხვა საბანკო ვალდებულებებიც აქვთ, რომლებსაც ვერ ისტუმრებენ, ახლა კი გაჩერებულია, მაგრამ როდესაც დაიწყება გადახდა როგორ შეძლებენ ვალის დაფარვას არ ვიცი“-აცხადებს  ქეთევან კვიჭიძე



„წისქვილი ჯგუფის“ აღმასრულებელი დირექტორის გოგა როდონაიას განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ მათ ობიექტს საბანკო ვალდებულება მაისის ბოლომდე გადაუვადეს, სამი თვის შემდეგ არსებული თანხის გადახდას ანტიკრიზისული გეგმის გარეშე დარშენილი  კომპანია ვერ შეძლებს. 


„ჩვენ არ გვაქვს ანტიკრიზისული გეგმა და მაქსიმალურად ვცდილობთ მოვერგოთ იმ რეალობას რაც არის შექმნილი. კარგი იქნება თუ მსგავს გეგმას სახელმწიფო შემოგვთავაზებს და ამით მხარს დაგვიჭერს ჩვენ, როგორც ადგილობრივ ბიზნესს. ანტიკრიზისული გეგმა  გვაქვს მხოლოდ ის, რომ მინიმუმამდე გვაქვს ხარჯი დაყვანილი და ვცდილობთ გადავრჩეთ.ჩვენნაირი ობიექტების მუშაობა დამოკიდებულია ტურიზმზე და ადგილობრივ სტუმრებზე,მათგან მიღებულ ყოველდღიურ შემოსავალზე, რომელიც აღარ გვაქვს არსებული ვითარების გამო.   


არავის ეგონოს ამაში  მთავრობას ვადანაშაულებ, გვესმის და ვიაზრებთ, რომ ეს არის გლობალური პრობლემა. თუმცა კარგი იქნება თუ სახელმწიფო გვერდით დაგვიდგება და ბიზნესს გადავარჩენთ, რადგან ეს პირდაპირ უკავშირდება დასაქმებულთა რაოდენობას.  გარდა ამისა ობიექტს აქვს ბანკში სასესხო ვალდებულება ,რომელსაც დაფარვა უნდა, ახლა კი შეჩერებულია 3 თვით საბანკო გადასახადები თუმცა, სამი თვის შემდეგ ხომ უნდა გადავიხადოთ, ხომ უნდა გვქონდეს მანამ თანხები. 


 ის თანხა, რომელიც გადასახდელია 3 თვის შემდეგ ხომ უნდა დაგენერირდეს. ამის ალტერნატივა კი არ გაგვაჩნია. როდესაც ყველაფერი ამოქმედდება, ხარჯს რომ დავეწიო ორჯერ უნდა გამეზარდოს შემოსავლები. ეს როგორ უნდა მოხდეს დღევადენლი გადმოსახედიდან არ ვიცი. რთულია კორონავირუსის პერიოდამდე არსებულ სიტუაციას დაუბრუნდე.   გამოძახების სერვისზე ვმუშაობდით და ესეც შეგვიჩერდა, მსუბუქი მანქანების აკრძალვის გამო, რადგან ობიექტამდე ხალხი ხომ უნდა მივიყვანოთ, რომელიც გატანისთვის საჭირო პროდუქტს მოამზადებენ.  ახლა მხოლოდ გადაადგილების ნებართვას ველოდებით, როდის განახლდება გადაადგილება არვიცი“-აცხადებს გოგა როდონაია. 



ნათია ლომიძე 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up