ანტიკვარულ მანქანებს სხვა წესით განაბაჟებენ -  უმრავლესობის დეპუტატები საავტომობილო კოლექციების პრობლემის მოგვარებით დაკავდნენ

ანტიკვარულ მანქანებს სხვა წესით განაბაჟებენ - უმრავლესობის დეპუტატები საავტომობილო კოლექციების პრობლემის მოგვარებით დაკავდნენ

access_time2023-03-14 12:30:36

საკანონმდებლო ორგანოში ანტიკვარული ავტომობილებისთვისაც მოიცალეს. ამ ეტაპზე დეპუტატების ასეთი ავტომობილების სტსტუსის განსაზღვრაზე იმსჯელებენ, ხოლო შემდეგ კი მის რეგულაციებზე.


საპარლამენტო უმრავლესობამ პარლამენტში უკვე დააინიცირა „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“კანონში შესატანი ცვლილებები, რომლის განმარტებით ბარათშიც წერია, რომ აღნიშნული კანონპროექტის მიზანს წარმოადგენს კლასიკური, ანტიკვარული, საკოლექციო მანქანების პოპულარიზაცია, ავტომუზეუმებისა და საავტომობილო კოლექციების შექმნისა და გაფართოებისათვის ხელშეწყობა, რაც პირდაპირ კავშირშია ქვეყანაში კულტურისა და ტურიზმის განვითარებასთან.


„საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს საავტომობილო ტრანსპორტის საქმიანობის სამართლებრივ, ეკონომიკურ და ორგანიზაციულ საფუძვლებს. აღნიშნული კანონპროექტის ფარგლებში, ნორმატიულ დონეზე იარსებებს კლასიკური ავტომობილის კატეგორია, რომელზეც შემდგომ გავრცელდება განსხვავებული საკანონმდებლო რეგულაცია.


„საავტომობილო კულტურის ხელშეწყობისთვის, ავტომუზეუმებისა, საავტომობილო კოლექციების განვითარებისათვის აუცილებელია საკანონმდებლო დონეზე განმტკიცდეს და დაცული იქნეს იმ კატეგორიის ავტომობილები, რომლებიც თავიანთი წლოვანებითა და შესაბამისი კრიტერიუმებით წარმოადგენენ ისტორიულ, კულტურულ ღირებულებას და შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს სალექციო ექსპონატად.


მსგავსი მნიშვნელობის ავტომობილების შეძენისა და მოვლისათვის აუცილებელია განსაკუთრებული პირობები, რაც, თავის მხრივ, ბადებს საკანონმდებლო რეგულაციის მასთან მისადაგების აუცილებლობას“, - აღნიშნულია განმარტებით ბარათში.


კანონპროექტის თანახმად კლასიკური ავტომობილის წლოვანება 40 წელიწადს აღემატება. ეს ცვლილება პირდაპირაა დაკავშირებული მიდგომასთან, რომელიც საერთოა, როგორც ევროკავშირის, ისე ჩრდილო ამერიკის ქვეყნებისათვის.



ზემოაღნიშნულ სახელმწიფოებში, კლასიკური ავტომობილები უზრუნველყოფილი არიან გარკვეული საკანონმდებლო შეღავათებით. თუმცა, საყურადღებოა ის ფაქტი, რომ საქართველოს დღეს მოქმედი კანონმდებლობა არ გვთავაზობს ამ ტერმინის განმარტებას.


სწორედ ამიტომ დადგა დის წესრიგში ამ სტატუსის საკანონმდებლო დონეზე განისაზღვრა.


გათვალისწინებულია, რომ კანონი ამოქმედდება 2023 წლის 1-ლი ივნისიდან.


აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივა ითვალისწინებს ასევე „საქართველოს საგადასახადო კოდექსში“ შესატან ცვლილებებსაც. საგადასახადო კოდექსის დღეს მოქმედი რედაქციის თანახმად, ის ავტომობილები, რომელთა წლოვანებაც აღემატება 14 წელს აქციზით მაქსიმალურად იბეგრებიან. 


კანონპროექტი ითვალისწინებს შეღავათიანი საგადასახადო განაკვეთის შემოღებას, კერძოდ, აქციზის გადასახადი 1 სმ3 -ზე 2.4 ლარის ნაცვლად განისაზღვრება 1 სმ3 -ზე 1,5 ლარის ოდენობით. არსებული მდგომარეობით, განბაჟების გაძვირების გამო ვეღარ ხდება კლასიკური ავტომობილების იმპორტი. 


შეღავათიანი საგადასახადო განაკვეთის მეშვეობით აღნიშნული ტიპის ავტომობილების იმპორტი გაიზრდება, რაც შესაბამისად მოახდენს გავლენას სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე ზრდის კუთხით, ხოლო ოდენობა დამოკიდებული იქნება აღნიშნული ავტომობილების იმპორტის რაოდენობაზე.

 

კანონპროექტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულებების გონივრულ ფარგლებში შემცირება აუცილებელია, რადგან საკოლექციო ავტომობილების, როგორც საბაზრო ღირებულება, ისე მათი მოვლის, შენახვისა და ტრანსპორტირების ხარჯები იმაზე გაცილებით მეტია, ვიდრე ჩვეულებრივი მსუბუქი ავტომობილებისა. 


სწორედ ამიტომ, კლასიკური ავტომობილებისათვის, მსუბუქი სატრანსპორტო საშულებებიდან ყველზე დიდი საგადასახადო ვალდებულების დაკისრებით ფაქტობრივად ძალიან რთული ხდება ქვეყნის საზღვრებს შიგნით დამატებით მსგავსი ისტორიული ღირებულების ექსპონატების შემოტანა, რაც, თავის მხრივ, აფერხებს ახალი ავტომუზეუმისა და საავტომობილო კოლექციების შექმნას.


„საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების ავტორია ფრაქცია „ქართული ოცნების“ აპარატი, ხოლო კანონპროექტის ინიციატორები: არჩილ თალაკვაძე, ბექა დავითულიანი, გიორგი ვოლსკი, ბექა ოდიშარია, დავით კაჭარავა.




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up