ანტირუსული სანქციების მოხსნა უკრაინასთან მოლაპარაკებების ერთ-ერთი საკითხია - ლავროვის ვრცელი ინტერვიუ

ანტირუსული სანქციების მოხსნა უკრაინასთან მოლაპარაკებების ერთ-ერთი საკითხია - ლავროვის ვრცელი ინტერვიუ

access_time2022-04-30 11:00:43

რუსეთისა და უკრაინის დელეგაციები ფაქტობრივად ყოველდღიურად განიხილავენ შესაძლო შეთანხმების პროექტს ვიდეოკონფერენციის საშუალებით, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ჩინურ საინფორმაციო სააგენტო Xinhua-თან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, ამ დოკუმენტმა უნდა დააფიქსიროს პოსტკონფლიქტური მდგომარეობის ისეთი ელემენტები, როგორიცაა უკრაინის მუდმივი ნეიტრალიტეტი, არაბირთვული, უბლოკო და დემილიტარიზებული სტატუსი, ასევე მისი უსაფრთხოების გარანტიები. ლავროვის მტკიცებით, მოლაპარაკებების დღის წესრიგში ასევე შედის დენაციფიკაციის, ახალი გეოპოლიტიკური რეალობის აღიარების, სანქციების მოხსნის, რუსული ენის სტატუსის და სხვა საკითხები.

სერგეი ლავროვის ინფორმაციით, უკრაინაში სიტუაციის დარეგულირება შესაძლებელს გახდის ევროპასა და მთლიანად მსოფლიოში სამხედრო-პოლიტიკური დაძაბულობის დეესკალაციაში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანას.

ლავროვი ამბობს, რომ ერთ-ერთ შესაძლო ვარიანტად გათვალისწინებულია გარანტორი სახელმწიფოების ინსტიტუტის შექმნა, რომელთა შორის, პირველ რიგში, არიან გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრები, მათ შორის რუსეთი და ჩინეთი.

"ჩინელ დიპლომატებს ვუზიარებთ ინფორმაციას მოლაპარაკებების მიმდინარეობის შესახებ,“- აღნიშნა ლავროვმა და მადლობა გადაუხადა პეკინს უკრაინასთან დაკავშირებით "დაბალანსებული პოზიციისთვის".

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, რუსეთი მოლაპარაკებების გაგრძელების მომხრეა, მიუხედავად იმისა, რომ მოლაპარაკებები კარგად არ მიდის.

ლავროვი ამტკიცებს, რომ გასული წლების განმავლობაში შეერთებულმა შტატებმა და მისმა მოკავშირეებმა არაფერი გააკეთეს შიდაუკრაინული კონფლიქტის შესაჩერებლად.

„მათ იარაღით გატენეს კიევის რეჟიმი, გაწვრთნეს და შეაიარაღეს უკრაინის არმია და ნაციონალისტური ბატალიონები და განახორციელეს უკრაინის ტერიტორიის სამხედრო-პოლიტიკური განვითარება. ისინი ხელს უწყობდნენ კიევის ხელისუფლების აგრესიულ ანტირუსულ კურსს,“- აღნიშნა ლავროვმა.

მისი მტკიცებით, სწორედ ამის გამო რუსეთს სხვა არჩევანი აღარ ჰქონდა, გარდა „დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების აღიარებისა“ და უკრაინის „დემილიტარიზაციისა“ და „დენაციფიკაციის“ მიზნით „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ დაწყებისა.


„ფაქტობრივად, ნატო-ს ქვეყნები ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ არ დაუშვან უკრაინასთან ცეცხლის შეწყვეტის მოლაპარაკებები. კიევის რეჟიმისადმი მხარდაჭერის საჯაროდ გამოხატვით, ნატო-ს ქვეყნები ყველაფერს აკეთებენ, რათა არ დაუშვან ოპერაციის დასრულება პოლიტიკური შეთანხმებების მიღებით. უკრაინაში პოლონეთისა და ნატო-ს სხვა ქვეყნების გავლით სხვადასხვა იარაღი იგზავნება გაუთავებელ ნაკადად. ეს ყველაფერი კეთდება „შეჭრასთან ბრძოლის“ საბაბით, მაგრამ, ფაქტობრივად, აშშ და ევროკავშირი აპირებენ რუსეთს „უკანასკნელ უკრაინელამდე“ ებრძოლონ და ისინი აბსოლუტურად გულგრილები არიან უკრაინის, როგორც საერთაშორისო ურთიერთობების დამოუკიდებელი სუბიექტის ბედის მიმართ,“- აღნიშნა ლავროვმა.

მისი თქმით, „საკუთარი გეოპოლიტიკური ამბიციების დასაკმაყოფილებლად დასავლეთი მზადაა საფრთხე შეუქმნას მსოფლიოს მთელი რეგიონების ენერგეტიკულ და სასურსათო უსაფრთხოებას“ და სწორედ ამით აიხსნება ანტირუსული სანქციები, რომლის დაწესებაც დასავლეთმა ე.წ. ოპერაციის დაწყებისთანავე დაიწყო და რომლის გაჩერებასაც არ ფიქრობენ.

„თუ აშშ და ნატო ნამდვილად არიან დაინტერესებული უკრაინის კრიზისის მოგვარებით, მაშინ, პირველ რიგში, მათ უნდა გადაიფიქრონ და შეწყვიტონ კიევისთვის იარაღისა და საბრძოლო მასალის მიწოდება. უკრაინელ ხალხს სჭირდება არა „სტინგერები“ და „ჯაველინები“, არამედ გადაუდებელი ჰუმანიტარული საკითხების გადაჭრა, რუსეთი ამას 2014 წლიდან აკეთებს,“ - განაცხადა ლავროვმა.

მისი მტკიცებით, ე.წ. „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ გეგმის მიხედვით მიმდინარეობს.

„სპეცოპერაცია გეგმის მიხედვით მიმდინარეობს. მის ფარგლებში რუსი სამხედრო მოსამსახურეები ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ მშვიდობიან მოსახლეობაში არ იყოს მსხვერპლი. დარტყმები ხორციელდება მაღალი სიზუსტის იარაღით, პირველ რიგში, სამხედრო ინფრასტრუქტურის ობიექტებზე და ჯავშანტექნიკის თავმოყრის ადგილებში. უკრაინის არმიისა და ნაციონალისტური შეიარაღებული ფორმირებებისგან განსხვავებით, რომლებიც მოსახლეობას „ადამიანურ ფარად“ იყენებენ, რუსული არმია ადგილობრივ მოსახლეობას ყველა სახის დახმარებასა და მხარდაჭერას უწევს“, - აღნიშნა ლავროვმა.

ლავროვი ამტკიცებს, რომ უკრაინის სპეცსამსახურებმა დასავლელების დახმარებით „მოაწყვეს სისხლიანი პროვოკაცია ბუჩაში, მათ შორის მოლაპარაკების პროცესის გასართულებლად“. მან ისიც თქვა, რომ რუსეთი მზადაა მოლაპარაკებებისთვის, მიუხედავად იმისა, რომ მოლაპარაკებები კარგად არ მიმდინარეობს.

ჩვენ მომხრე ვართ, რომ მოლაპარაკებები გაგრძელდეს, თუმცა ისინი კარგად არ მიდის. დარწმუნებული ვარ, რომ შეთანხმებების მიღწევა მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი, როცა კიევი დაიწყებს უკრაინელი ხალხის და არა „შორიდან მრჩევლების“ ინტერესებით ხელმძღვანელობას,“- აღნიშნა ლავროვმა და დაამატა, რომ რაც უფრო მალე შეეგუება დასავლეთი ახალ გეოპოლიტიკურ რეალობას, მით უკეთესი იქნება მისთვის და მთელი საერთაშორისო საზოგადოებისთვის.

„დღეს ჩვენ არ ვსაუბრობთ ახალ „ცივ ომზე“, არამედ ვაშინგტონისა და მისი სატელიტების მუდმივ სურვილზე, რომლებიც თავს „კაცობრიობის ბედის არბიტრებად“ წარმოადგენენ, დააწესონ ამერიკაზე ორიენტირებული მსოფლიო წესრიგის მოდელი. საქმე იქამდე მივიდა, რომ დასავლური უმცირესობა ცდილობს შეცვალოს გაერო-ზე ორიენტირებული არქიტექტურა და მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ჩამოყალიბებული საერთაშორისო სამართალი საკუთარ „წესებზე დაფუძნებული წესრიგით“. ამ წესებს თავად ვაშინგტონი და მისი მოკავშირეები წერენ და შემდეგ საერთაშორისო თანამეგობრობას სავალდებულოდ აკისრებენ,“- აღნიშნა ლავროვმა.

მისი მტკიცებით, დასავლეთი „ყველაზე სასტიკი მეთოდებით“ ზეწოლას ახდენს მათზე, ვინც „დამოუკიდებელ კურსს ატარებს საშინაო და საგარეო პოლიტიკაში“.

„კოლექტიური დასავლეთის“ მცდელობები, შეაფერხოს ისტორიის ბუნებრივი მიმდინარეობა, გადაჭრას თავისი პრობლემები სხვის ხარჯზე, განწირულია. დღევანდელ სამყაროს აქვს გადაწყვეტილების მიღების რამდენიმე ცენტრი, ის მრავალპოლარულია. ჩვენ ვხედავთ, როგორ დინამიურად ვითარდება აზიის, აფრიკის და ლათინური ამერიკის სახელმწიფოები. ყველას აქვს არჩევანის რეალური თავისუფლება, მათ შორის განვითარების გზები და ინტეგრაციის პროექტებში მონაწილეობა. ჩვენი სპეციალური სამხედრო ოპერაცია უკრაინაში ასევე ხელს უწყობს მსოფლიოს განთავისუფლების პროცესს დასავლეთის ნეოკოლონიალური ჩაგვრისგან“,- აღნიშნა ლავროვმა.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up