რესტორანების და საცხობების ქსელი „ანტრე“ ლონდონში მესამე ფილიალს მომავალ კვირაში გახსნის. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „ფეისბუქ“ გვერდზე აქვეყნებს.
ანტრეს ინფორმაციით, ახალი ფილიალი ბაკინგემის სასახლესთან (28 Buckingham) გაიხსნება.
„დაგვეთანხმეთ, რომ განსაკუთრებულად ლამაზი მესამე ლოკაცია გამოგვივიდა ლონდონში - ბაკინგემის სასახლესთან. გახსნა - შემდეგ კვირას!“ — წერია „ანტრეს“ ფეისბუქგვერდზე
„ანტრე“ 2008 წელს ქართული ინვესტიციით დაფუძნდა. ის ამ ეტაპზე საქართველოში 14 კვების იბიექტით არის წარმოდგენილი. რამდენიმე წელია „ანტრე“ რამდენიმე რესტორანს ფლობს ბაქოშიც. რაც ეხება ლონდონს, იქ ამ დრომდე „ანტრეს“ ორი რესტორანი ჰქონდა — ნოთინგ ჰილ გეითსა და ბრუტონზეც.