ანუკი არეშიძის ბრენდის ნაწარმი 20 ქვეყანაში იყიდება - როგორი იყო ANOUKI-ს 2020?!

ანუკი არეშიძის ბრენდის ნაწარმი 20 ქვეყანაში იყიდება - როგორი იყო ANOUKI-ს 2020?!

access_time2021-02-06 17:00:36

გაზრდილი მოთხოვნა საღამოს კაბებზე და საერთო ჯამში 15%-მდე შემცირებული ექსპორტი - ასეთი იყო ანუკი არეშიძის ბრენდისთვის ANOUKI 2020 წელი. მიუხედავად პანდემიისა, ბრენდმა უცხოეთში კიდევ ერთი ახალი სივრცე გახსნა, ამჯერად დუბაიში და ჯამში იმ ქვეყნების რაოდენობა, სადაც ANOUKI-ს ნაწარმი იყიდება, 20-მდე გაიზარდა.

 

ანუკი არეშიძის ბრენდის სივრცე დუბაიში, Galeries Lafayette-ს სავაჭრო ცენტრში სულ რამდენიმე დღის წინ გაიხსნა. როგორ ,,ბიზნესპრესნიუსს“ ANOUKI-ს (ანუკი არეშიძის) ბრენდის გენერალურმა მენეჯერმა, ნინა ჭაბუკიანმა განუცხადა, პანდემიის პირობებში ექსპორტი მხოლოდ 10-15%-ით არის შემცირებული. მისი თქმით, პანდემიით გამოწვეული მთავარი რთული ეტაპი კომპანიამ უკვე გადალახა.

 

,,პანდემიას გარკვეული ნეგატიური ზეგავლენა ჰქონდა ექსპორტის მიმართულებით, თუმცა ჩვენ მაინც მიგვაჩნია, რომ ძირითადი მძიმე ეტაპი გავიარეთ და ჩვეულ რეჟიმში ვაგრძელებთ მუშაობას და კოლექციების შექმნას. უხეშად რომ გითხრათ, რეალიზაციამ ჯამში ექსპორტის კუთხით 10-15 %-ით დაიკლო.

 

ANOUKI ორიენტირებულია ექსპორტზე, შესაბამისად, უკვე საკმაოდ დიდი ხანია ბრენდი თანამშრომლობს ისეთ ტოპ მაღაზიებთან როგორებიცაა Farfetch, Browns Fashion, Luisa Via Roma, Moda operandi Revolve, Harvey Nicoles, Galerie lafayette და ა.შ. ჩვენი ტანსაცმლის შეძენა შესაძლებელია 20-მდე ქვეყანის წამყვან მაღაზიებში”, - აცხადებს ნინა ჭაბუკიანი.


 

,,ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, შეიცვალა თუ არა ტენდენცია და რა ტიპის სამოსია უფრო მოთხოვნადი მსოფლიოში მასშტაბური ლოქდაუნების დროს.

 

,,მოთხოვნა გლობალურად არ შეცვლილა, თუმცა რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, უფრო მეტად გაიზარდა გამოსასვლელ კაბებსა და საღამოს სამოსზე, რაც იმით აიხსნება, რომ ხალხს მოენატრა დღესასწაული და უფრო გაუმძაფრდათ სურვილი გამოიყურებოდნენ სადღესასწაულო ელფერით, დახვეწილად და ელეგანტურად“- განაცხადა ANOUKI-ს გენერალურმა მენეჯერმა.

 

ცნობისთვის, ANOUKI არის ქალის ტანსაცმლის, ფეხსაცმელისა და აქსესუარების ბრენდი, რომელიც დაფუძნებულია (და იწარმოება) თბილისში, საქართველოში 2013 წლიდან. ბრენდის დამფუძნებელია ანუკი არეშიძე, თბილისის მერის მეუღლე.

 

bpn.ge






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up