ლარი დღესაც გაუფასურდა, გუშინაც, გუშინწინაც, ლარის გაუფასურება ქვეყანაში უკვე ჩვეულებრივ ამბად იქცა. ხელისუფლებამ ეროვნული ვალუტის გაუფასურების ერთ-ერთ ფაქტორად მოახლოებული არჩევნები დაასახელა და გვითხრა, რომ ვითარება კონტროლს ექვემდებარება. თუმცა რადიკალურად განსხვავებულია რეალობა, რეალობა რომელშიც 25 წლის ლარის მასშტაბურმა გაუფასურებამ სხვადასხვა სექტორში ფასების ზრდა უკვე გამოიწვია. მოსახლეობას გაზრდილი ფასები უკვე დახვდებათ საავადმყოფეობში.
თბილისის გულის ცენტრის გენერალური დირექტორი არჩილ ჩუხრუკიძე აცხადებს, რომ ლარის გაუფასურება პირველ რიგში ჰოსპიტალურ სექტორზე აისახა. ექიმის თქმით, ბოლო პერიოდში კლინიკების ხარჯი 25 პროცენტით გაიზარდა, რაც პროპორციულად აისახა სერვისების ღირებულებაზე. არჩილ ჩუხრუკიძე აცხადებს, რომ რეალურად კარდიოლოგია და კარდიოქირურგია სტაგნაციაშია და უკუგნავითარებას განიცდის, მისი თქმით, არსებული დაფინასნების პირობებით არანაირ წინსვლაზე და არანაირ პროგრესზე ჯანდაცის სექტორში საუბარი არ არის.
ერთჯერადი მასალები, ყველაფერი რაც კი შემოგვაქვს დოლარის კურსზეა მიბმული, შესაბამისად ჩვენ შესყიდვები გაგვიძვირდა, ვცდილობთ უფრო იაფი ვარიანტები მოვიძიოთ, რაც თავისთავად გულისხმობს არა ევროპულ არამედ ჩინურ ანალოგებს, რომელიც შეიძლება შედარებით იაფი იყოს. ჩვენი სერვისები გაძვირდა და შესაბამისად პაციენტს მომსახურება გაუძვირდა. კლინიკების ხარჯები 25 პროცენტით გაიზარდა, რასაც დაემატა COVID 19. სახელმწიფო კერძო კლინიკას არ ეხმარება, იძულებულები ვართ ჩვენი ხარჯებით, როგორც შეგვიძლია დაცვის საშუალებებით მზადყოფნაში ვიყოთ, რამაც დამატებითი ფინანსური ტვირთი გამოიწვია.
520-ე დადგენილება, ახალი რეგულაციები, ლარის კურის გაუფასურება, ზოგადად კატასტროფული სიტუაციაა. ჩვენ მუშაობას ვაგრძელებთ, მაგრამ კლინიკები თუ არ იქნებიან ნორმალური ანაზღაურების რეჟიმში, წინსვლას და განვითარებას ვერ მოახერხებენ და შეიძლება ბევრი კლინიკა დაიხუროს, - განაცხადა არჩილ ჩუხრუკიძემ.
მიუხედავად იმია, რომ ხარჯები მნიშვნელოვნად გაეზარდათ, ქვეყანაში შექმნილი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გამო ფასებს არ ზრდის კლინიკა გული. კარდიოლოგი, ანზორ მელია აცხადებს, რომ პაციენტებისთვის წამლების შეძენაც კი დიდ პრობლემას წარმოადგენს, არათუ გაზრდილი მომსახურების საფასური.
ახლა როდესაც თქვენ გესაუბრებით ბანკში ვარ, სადაც სესხის მეორე ტრანშს ვაკეთებ. ახალი დადგენილებით, ყველა კლინიკას უნდა ჰქონდეს კომპიტერული ტომოგრაფიის დანადგარი, რომელიც მინიმუმ 150 000 ევრო ღირს. ამ დანადგარის ჩამოტანა, დამონტაჟება და ოთხის მოწყობა კიდევ სხვა დამატებითი დიდი ხარჯია. ეს მაშინ, როდესაც ჩემი კლინიკიდან 50 მეტრში არის 2 კომპიუტერული ტომოგრაფი. სხვა გამოსავალი არ მაქვს. პირველი კერძო კლინიკა ვიყავი, 25 წელი გვისრულდება და ახლა ამ მთავრობას როგორ გავანადგურებინო.
3-4 თვე კიდევ შევძლებთ არსებობას იმის ხარჯზე, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით დავალიანება აქვთ ჩასარიცხი. მერე რა იქნება არ ვიცი. ალბათ ისევ პაციენტების დახმარებით გადავრჩებით, რადგან კლინიკას აქვს ავტორიტეტი და ამბულატორიული ავადმყოფები მოდიან.
ლარის კურსის მერყეობით, ყოველდღურად წაგებაში მივდივართ. წამლები გაძვირდა, სახარჯო მასალა გაძვირდა, სარქველები, სტენდები ყველაფერი გაძვირდა და ფაქტიურად მოგება კლინიკას არ აქვს, როგორ განვვითარდებით არ ვიცი. თუ ეს მთავრობა დარჩა საშინელ დღეში ჩავვარდებით. ასეთ დროს კლინიკაში ადგილი არ იყო ხოლმე, ამბოლატორიულად მინუმუმ 60 პაციენტს ვღებულობდი, ახლა 20-25 ადამიანი თუ მოვა. ხალხს ფული არ აქვს, ვერ მოდიან, რა უნდა ჰქნან? აქედან გამომდინარე ფასები არ გამიზრდია, სულ არ ავიღებ ხელფასს და ფასებს არ მოვუმატებ. თქვენ არ იცით რა საშინელ მდგომარეობაშია ხალხი, 5 ლარიან წნევის წამალი 30 ლარი, მათ კი ყიდვის შესაძლებლობა არ აქვთ,- განაცხადა ანზორ მელიამ.
ბაჩო ადამია