A.P. Moller-Maersk ჩინეთიდან ევროპაში ტვირთების ტრანსპოტირებას საქართველოს გავლით განახორციელებს

A.P. Moller-Maersk ჩინეთიდან ევროპაში ტვირთების ტრანსპოტირებას საქართველოს გავლით განახორციელებს

access_time2022-05-18 11:35:26

კიდევ ერთმა საერთაშორისო სატრანსპორტო და ლოჯისტიკურმა კომპანიამ გადაწყვიტა ჩინეთიდან ევროპაში სარკინიგზო კონტეინერების საქართველოს გავლით ტრანსპორტირება.


დანიის სატრანსპორტო და ლოგისტიკური კომპანიების ჯგუფი A.P. Moller-Maersk-მა დაიწყო განახლებული სარკინიგზო მომსახურება, რომელიც აკავშირებს ჩინეთსა და ევროპას. ტვირთის გადაზიდვა განხორციელდება ყაზახეთის, აზერბაიჯანის, საქართველოსა და რუმინეთის ტერიტორიებით. კომპანიების ჯგუფის პრესსამსახურის ცნობით, სარკინიგზო ტვირთის მიწოდებისთვის დაახლოებით 40 დღეა საჭირო.


ჩინეთისა და ყაზახეთის საზღვარზე ხორგოს წერტილის გადაკვეთის შემდეგ, კონტეინერები სარკინიგზო გზით მიდიან ყაზახეთის სადგურ აქტაუში, სადაც ისინი გადაიტვირთება ბაქოსკენ მიმავალ ბარჟებზე. აზერბაიჯანის დედაქალაქიდან ისინი რკინიგზით მიეწოდება ფოთის პორტს ქართული ოპერატორის APM Terminals საშუალებით, სადაც იტვირთება ფიდერ გემებზე, რომლებიც მიემართებიან რუმინეთის პორტში კონსტანცაში, საიდანაც ტვირთი რკინიგზით მიეწოდება ევროპის სხვადასხვა წერტილში.



A.P. Moller-Maersk-მა ამ მარშრუტის შემუშავება ჯერ კიდევ მარტში დაიწყო და უკვე 2022 წლის აპრილში ჩაატარა ჩინეთიდან პირველი მატარებლის საპილოტე გაშვება, რომელიც ტრანსპორტირებდა საქონელს საავტომობილო ინდუსტრიისთვის, ასევე სამომხმარებლო საქონელს.


შეგახსენებთ, რომ თებერვლის ბოლოდან კომპანიების ჯგუფმა A.P. Moller-Maersk-მა შეაჩერა და მოგვიანებით შეწყვიტა განაცხადების მიღება რუსეთიდან.


A.P. Moller-Maersk არის მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი სატრანსპორტო და ლოგისტიკური კომპანია, რომელიც, მოიცავს ხაზოვან კონტეინერების გადამზიდველ Maersk Line-ს. ჯგუფი ოპერირებს ისეთ ბიზნეს სეგმენტებში, როგორიცაა საკონტეინერო გადაზიდვები, ლოჯისტიკა და ნავთობისა და გაზის ინდუსტრია.


haqqin.az


თეგები:
Moller-Maersk



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up