აპექს ლისი - თანამედროვე საცხოვრებელი კომპლექსი ლისზე

აპექს ლისი - თანამედროვე საცხოვრებელი კომპლექსი ლისზე

access_time2022-02-28 11:55:10

ლისი ბინების ყიდვა - გაყიდვის კუთხით ერთ-ერთი მოთხოვნადი უბანია. ეკოლოგიურად სუფთა გარემო, სიმწვანე, ქალაქთან სიახლოვე ის ბენეფიტებია, რის გამოც ხშირად არჩევანს ლისზე აკეთებენ.


უკვე რამდენიმე წელია ლისით დაინტერესდა დეველოპერული სექტორი და აქტიურად მიმდინარეობს მშენებლობები. ბინები ლისზე განსაკუთრებული მრავალფეროვნებით გამოირჩევა, რაც მაძიებელს აძლევს საშუალებას სწორედ მის მოთხოვნებზე მორგებული საცხოვრებელი შეიძინოს.


აპექს ლისი ლისის ტბასთან ახლოს მდებარე ერთ-ერთი გამორჩეული კომპლექსია. ის „აპექს დეველოპმენტის“ მიმდინარე პროექტია, რომელიც განსაკუთრებული ადგილმდებარეობით და თანამედროვე სტანდარტებზე მორგებული მშენებლობით ხასიათდება.  მაღალი ხარისხის სამშენებლო მასალები უზრუნველყოფს მდგრადობას და უსაფრთხოებას, ხოლო გარე ფასადს უნარჩუნებს თანამედროვე იერსახეს.


„Apex ლისი“ 4 ბლოკისგან შედგება. თითოეული მათგანიდან იშლება პანორამული ხედი თბილისზე, რაც დამატებითი ხიბლის ჰმატებს კომპლექსს. პირველი სართულით დაინტერესებული პირებისთვის, „აპექს ლისს“ განსაკუთრებული შეთავაზება აქვს.

 

ის, ვინც ბინას პირველ სართულზე შეიძენს, ექნება საკუთარი ეზო, რომელსაც მისი საჭიროებიდან თუ ინტერესებიდან გამომდინარე გამოიყენებს და მოაწყობს. არაფერი სჯობს კორპუსის ბინაში ცხოვრებას, როცა გეძლევა საშუალება გქონდეს ეზო, სადაც მოაწყობ ზამთრის ბაღს ან სარწეველებითა და ჰამაკებით დამშვენებულ მოსასვენებელ სივრცეს.

 

დღეს როცა დედაქალაქში ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია, ნამდვილად განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სიმწვანეს, სუფთა ჰაერს და ეკოლოგიურად სუფთა გარემოს. გარდა ამისა, აუცილებლად უნდა იცოდეთ, რომ აპექს ლისს გააჩნია 3000 კვ.მ-მდე შიდა სარეკრეაციო სივრცე.



მნიშვნელოვანია ისა ფაქტი, რომ აპექს ლისი თბილისთან ახლოს მდებარეობს, ტრანსპორტი მოძრაობს შეუზღუდავად და არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს ქალაქში ყოველდღიური სტუმრობა, თუ მეგობრების სუფთა გარემოში მასპინძლობა.

 

„აპექს ლისში“ ბინები თეთრი კარკასის კონდიციით ბარდება და რაც მთავარია, ხელმისაწვდომი ფასი აქვს. ხსენებულ კომპლექსში კვადრატული მეტრის ფასი 1,889 ლარიდან (600 $) იწყება, რაც ნამდვილად არაა ის თანხა, რომ მშვიდ და წყნარ გარემოში ბინის შეძენაზე უარის თქმის საფუძველი გახდეს.



მშენებლობა 2022 წლის დეკემბერში სრულდება. ამ პერიოდისთვის უკვე მოწყობილი და გამართული იქნება ინფრასტრუქტურაც.

 

აპექს ლისის პროექტის დეტალურად სანახავად ეწვიეთ area.ge-ს, აპექს ლისი არეას ოფიციალური პარტნიორია და საიტზე მის შესახებ ინფორმაცია დაწვრილებითაა წარმოდგენილი.

 

რაც შეეხება, აპექს დეველოპმენტს, რომელიც აპექს ლისზე მუშაობს,  2013 წელს დაარსდა და ამ ეტაპზე მის ანგარიშზე ირიცხება 8 დასრულებული და 3 მიმდინარე პროექტი.

 

Apex Development  აშენებს სწრაფად და ხარისხიანად, რაც უზრუნველყოფილია მაღალკვალიფიციური მშენებლებით და სამშენებლო პროცესში ახალი და ეფექტური ტექნოლოგიების გამოყენებით. 

 

კომპანია ორიენტირებულია კომფორტული, ელიტური და ამავდროულად მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობაზე, რომელიც ზუსტად ერგება თბილისის განაშენიანების პროექტს, ქალაქს უნარჩუნებს იერსახეს და მობინადრეებისთვის განსაკუთრებულ საცხოვრებელ გარემოს ქმნის - ამის ნათელი მაგალითია აპექს ლისიც.

 

(R)


თეგები:
ლისი აპექს



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up