რუსულმა სბერბანკმა 12 აპრილს დილით გაავრცელა ინფორმაცია, რომ App Store–ში ბანკის აპლიკაციის ჩამოტვირთვა შეუძლებელია. კლიენტებს ონლაინ–ვერსიით შეეძლებათ სარგებლობა, რომელიც მობილურ მოწყობილობებზეა ადაპტირებული, ნათქვამია საკრედიტო ორგანიზაციის საიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
ვაშინგტონმა სბერბანკი 6 აპრილს სრულად დაბლოკა სანქციებით და ამერიკულ კომპანიებს ამ რუსულ ბანკთან თანამშრომლობაც აუკრძალა.
მიიღე ინფორმაცია უფრო სწრაფად „კომერსანტის“ Telegram-ზე.