Apple-ი 2022 წლის  ყველაზე ძვირადღირებული კომპანიაა - ნახეთ ათეული

Apple-ი 2022 წლის ყველაზე ძვირადღირებული კომპანიაა - ნახეთ ათეული

access_time2022-12-28 11:00:14

დღეს Apple-ი მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული კომპანიაა, რომლის ღირებულება 2,3 ტრილიონი დოლარია. სამეულშია ასევე -  1.9 ტრილიონი დოლარის ღირებულების Microsoft-ი და 1.8 ტრილიონი დოლარიანი - Saudi Aramco.



2022 წლის მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიები ასეული Visualcapitalist-მა გამოაქვეყნა.



როგორც გამოცემა წერს, 2022 წელს საპროცენტო განაკვეთების ზრდისა და გაყიდვების შენელების მიუხედავად, მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული კომპანიების სიაში Apple-მა პირველი ადგილი შეინარჩუნა. ეს დიდწილად განპირობებული იყო რეკორდული შემოსავლით და iPhone-ებზე მომხმარებლის მოთხოვნით.

 


Apple-ისგან განსხვავებით, Microsoft-ის გაყიდვები წლის განმავლობაში უფრო შენელებული იყო, რადგან პერსონალურ კომპიუტერებზე მოთხოვნამ იკლო.

მთლიანობაში, Microsoft-ის გაყიდვების დაახლოებით 50% საზღვარგარეთის ბაზარზე მოდიოდა.

 


Visualcapitalist-ის მონაცემებით, მსოფლიოში მხოლოდ ოთხი კომპანიაა დარჩენილი ტრილიონ დოლარიანი საბაზრო კაპიტალის კლუბში.

  



მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიების ათეულში 3 ტექნოლოგიების სფეროდანაა, 2-2 - ჯანდაცვა და მომსახურებიდან, თითო-თითო - საფინანსო, ინდუსტრიული და ენერგეტიკის სექტორებიდან.

 


რაც შეეხება ქვეყნებს, 10-დან 9 ამერიკული კომპანიებია, 1 - საუდის არაბეთის.



100 კომპანიიდან 60%-ი აშშ-ს კომპანიებია, ასეულშია ასევე - ინდური, ჩინური, ჰოლანდიური, ბრიტანული, ირლანდიური, ფრანგული, გერმანული, ავსტრალიური, იაპონური, შვეიცარიული, კანადური, დანიური, ტაივანური და კორეული კომპანიები.



2022 წლის მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიების ათეული ასე გამოიყურება:



1. Apple - 2.3 ტრილიონი  

2. Microsoft - $1.9 ტრილიონი

3. Saudi Aramco - $1.8 ტრილიონი

4. Alphabet - $1.2 ტრილიონი

5. Amazon - $924 მილიარდი აშშ დოლარი

6. Berkshire Hathaway - $686  მილიარდი აშშ დოლარი

7. Tesla - $522 მილიარდი აშშ დოლარი

8. UnitedHealth Group - $510 მილიარდი აშშ დოლარი

9. Johnson & Johnson - $465 მილიარდი აშშ დოლარი

10. Visa - $454 მილიარდი აშშ დოლარი



ამერიკული Mastercard-ი მე-20 ადგილზეა, შვეიცარიული Nestlé – 23-ზეა, Samsungი – 25-ზე, Pfizer-ი - 27-ზე, Coca-Cola – 30-ზე, Alibaba - 36-ზე, McDonald's-ი – 44-ზე.



მოამზადა მაკა ბიბილაშვილმა


თეგები:
Apple



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up