Apple-ის გარდაცვლილი თანადამფუძნებლის სტივ ჯობსის უმცროსი ქალიშვილი შეუერთდა იმ კრიტიკოსთა გუნდს, რომლებიც Apple-ის უახლეს iPhone-ს განიხილავდნენ და ამბობდნენ, რომ მათზე iPhone 14-მა შთაბეჭდილება არ მოახდინა. - ინფორმაციას
bbc ავრცელებს.
ინსტაგრამის story-ში ევა ჯობსმა ატვირთა ფოტო სათაურით „მე ვაუმჯობესებ iPhone 13-ს iPhone 14-ით“: სურათში ვხედავთ მამაკაცს, რომელიც ამაყად ხსნის ახალ, ზუსტად ისეთ პერანგს, რომელიც მას უკვე აცვია.
აღნიშნული მემი მას შემდეგ გავრცელდა, რაც ტექნიკურმა გიგანტმა iPhone-ის უახლესი ფუნქციები წარადგინა. მათში შედის ახალი კამერა, უფრო გამძლე ბატარეა და გადაუდებელი ზარის სიმძლავრე.
მემი, რომელიც ევა ჯობსმა გააზიარა Instagram–ის story-ს ველში, არ არის მუდმივი, თუმცა ის სოციალურ ქსელში მალე გავრცელდა. მემი ასევე მოხვდა Wall Street Memes-ის გვერდზე.