Apple Inc.-ის პერსონალური კომპიუტერების მიწოდება პირველ კვარტალში 40.5%-ით შემცირდა, რაც კომპიუტერების მწარმოებლებისთვის წლის რთულ დასაწყისს აღნიშნავს. ისინი ჭარბ გაუყიდავ მარაგს ებრძვიან. ამის შესახებ Bloomberg-ი მონაცემთა საერთაშორისო კორპორაციის (IDC) ანგარიშზე დაყრდნობით იტყობინება.
კომპიუტერის ყველა მწარმოებლის მიწოდება ერთად 29%-ით 56.9 მილიონ ერთეულამდე დაეცა, რაც პანდემიამდელ მონაცემზე დაბალი მაჩვენებელია.
ბაზრის ლიდერებს - Lenovo Group.-ს და Dell Technologies Inc.-ს 30%-ზე მაღალი ვარდნა ჰქონდათ და HP Inc.-ს - 24,2%-იანი. არც ერთი მსხვილი ბრენდი არ დარჩენილა ვარდნის გარეშე. ხუთეულს Asustek Computer Inc.-ი ხურავს 30,3%-იანი ვარდნით.
გასული წლის განმავლობაში სამომხმარებლო დანახარჯების შენელებამ გამოიწვია სმარტფონების მიწოდების კლება და მეხსიერების ჩიპების ჭარბი რაოდენობა. Samsung Electronics Co.-მა, რომელიც პორტატიული მეხსიერების მოწყობილობებს დესკტოპიანი და ლეპტოპიანი კომპიუტერებისთვის აწვდის განაცხადა, რომ ამცირებს წარმოებას მას შემდეგ, რაც 2009 წლის ფინანსური კრიზისის შემდეგ ყველაზე დაბალი მოგება აქვს.