მოახლოებული ჩინური ახალი წლისთვის Apple-მა მეორე თაობის AirPods Pro-ის ექსკლუზიური ვერსია გამოუშვა, რომელსაც კურდღლის ფორმა აქვს. ამ გადაწყვეტილებას კომპანიაში მოახლოებული კურდღლის წლით ხსნიან.
სპეციალური ვერსია არაფრით არ განსხვავდება ჩვეულებრივი ყურსასმენებისგან, გარდა შეფუთვისა და დამტენის ყუთის უნიკალური დიზაინისა.
ახლი AirPods Pro ჩინეთში იგივე ღირს, როგორც ჩვეულებრივი მოდელი - 1899 იუანი (დაახლოებით 675 ლარი). ჩინეთის გარდა, სპეციალური ვერსიის შეძენა შესაძლებელია ტაივანში, ჰონგ კონგსა და მაკაოში. ისინი ჯერ არ გამოჩენილა AliExpress-ის საიტზე და სხვა ბაზრებზე.