იაპონური Nikkei Asia-ის ახალი ანგარიშის თანახმად, Apple მაისიდან MacBook-ის წარმოებას ვიეტნამში დაიწყებს. ჩაკბეჩილი ვაშლი“ უკვე ორი წელია AirPods-ის აწყობას ვიეტნამში ახდენს, ხოლო ერთი წლის უკან დაემატა iPad და Apple Watch.
Apple იკვლევს ახალ ბაზრებს წარმოების დივერსიფიკაციისთვის და ჩინეთზე დამოკიდებულების შესამცირებლად. იმისათვის, რომ კომპანიას უეცარი კარანტინის შემთხვევაში არ შეექმნას მოწყობილობების დეფიციტი, გადაანაწილებს სიმძლავრეებს.
აღსანიშნავია ისიც, რომ Apple უკვე ორი წელია მუშაობს MacBook-ის წარმოების ვიეტნამში გადატანაზე. ეს კი ბევრად უფრო რთულია, რადგან თავად მოწყობილობები და კომპონენტები უფრო დიდია.
ასევე მიმდინარე წელს, Apple გეგმავს გაზარდოს iPhone-ის წარმოება ინდოეთში. AirPods-ისა და Beats-ის ყურსასმენების წარმოების ნაწილიც ამ ქვეყანაში გადავა.