Morgan Stanley-ის ანალიტიკოსების აზრით, ჩინეთის ლოკდაუნის გამო Apple დაკარგავს iPhone-ის მიწოდების 20%-ს და მასთან დაკავშირებული შემოსავლის 36%-ს.
ინფორმაციას Vesti.az Bloomberg-ზე დაყრდნობით ავრცელებს.
ირკვევა, რომ პრობლემა, უპირველეს ყოვლისა, უკავშირდება ჟენჯოუში მდებარე Foxconn-ის საწარმოს, რომელსაც, არაოფიციალური ინფორმაციით, 2022 წლის ბოლომდე სამუშაოების სრულად შეჩერება მოუწევს.
ანალიტიკოსების აზრით, ქარხანა ამჟამად iPhone 14 Pro-სა და iPhone 14 Pro Max-ის სმარტფონების მოდელების წარმოების 85%-მდე უზრუნველყოფს.
Citi-ის ანალიტიკოსები დარწმუნებულნი არიან, რომ სიტუაცია უფრო ხელსაყრელი სცენარით განვითარდება. მათივე თქმით, ნოემბრის ბოლოს და დეკემბრის დასაწყისში ჟენჯოუს საწარმოს შეეძლება დაუბრუნდეს წინა მოცულობებს.