კომპანია Apple-ს ხელმძღვანელი ტიმ კუკი მილიარდერი გახდა. ამის შესახებ Bloomberg წერს.
კუკი შეუერთდა კომპანიების ხელმძღვანელების ელიტალურ კლუბს, რომელთაც არ დაარსეს კომპანიები, მაგრამ მათმა კაპიტალმა $1 მილიარდი შეადგინა. ამასთან გამოცემა არ ასახელებს თუ რა მოცულობის კაპიტალს ფლობს კუკი.
Bloomberg-ის მონაცემებით, ტიმ კუკის ქონების ღირებულებამ გადააჭარბა $1 მილიარდს, რაც Apple-ს აქციების 5%-ით გაძვირებამ გამოიწვია. ამასთან კუკი კომპანიის 848 ათას აქციას ფლობს, რაც კომპანიის სააქციო პაკეტის 0.02%-ია და მისი ღირებულება $375 მილიონს შეადგენს. 7 აგვისტოს ვაჭრობისას კომპანიის ერთი აქციის ფასმა $444,45 შეადგინა.
imedinews.ge