ამერიკული კომპანია Apple აპირებს წარმოადგინოს სმარტფონ iPhone-ის ბიუჯეტური ვერსია და ახალი პლანშეტი iPad. როგორც სააგენტო Bloomberg-ი წყაროზე დაყრდნობით წერს, გაჯეტების პრეზენტაციას მარტში უნდა ველოდოთ.
სააგენტოს წყაროების ცნობით, მოწყობილობები ჩაანაცვლებენ ამჟამინდელ iPhone SE და iPad- Air-ს. ორივე მოდელს ექნება 5G ქსელის მხარდაჭერა და უფრო სწრაფი პროცესორი. ახალ iPhone-ში ასევე იქნება გაუმჯობესებული კამერა. განახლდება ასევე ოპერაციული სისტემა iOS, რომელიც სახის ამომცნობ ფუნქციას დაამატებს მოწყობილობას, მათ შორის პირბადეშიც.
როგორც სააგენტოს წყარო ირწმუნება, გაჯეტების გამოსვლის თარიღი შესაძლოა შეიცვალოს წარმოებაში პრობლემების გაჩენის ან სხვა ტიპის შემაფერხებლების არსებობის შემთხვევაში. თუმცა, Bloomberg-ი წერს, რომ მარტისთვის უკვე დაანონსებული პროდუქციის რაოდენობით ეს თვე Apple-სთვის რეკორდული იქნება.
წყარო: "ბიზნესპრესნიუსი"