აპრილის ბოლომდე ყველა ბილეთი გაყიდულია - მარჯანიშვილის თეატრის დირექტორი

აპრილის ბოლომდე ყველა ბილეთი გაყიდულია - მარჯანიშვილის თეატრის დირექტორი

access_time2021-04-01 14:20:00

თეატრები მუშაობას დღეს განაახლებენ, თეატრალურ წარმოდგენებზე დასწრებას უკვე მაყურებლებიც შეძლებენ.



როგორ ემზადებიან გახსნისთვის, რა რეგულაციებით მოუწევთ მუშაობა და რა მოლოდინით ხვდება კოტე მარჯანიშვილის სახელმწიფო დრამატული თეატრი - ამ თემაზე „ბიზნესპარტნიორს“ ეკა მაზმიშვილი ესაუბრა.



თეატრის დირექტორის განცხადებით, ამ ეტაპზე თეატრი წარმოდგენებს მხოლოდ შაბათ-კვირას გამართავს, თუმცა, გარკვეული პერიოდის შემდეგ, კვირის დღეებიც დაემატება.



მაზმიშვილი აცხადებს, რომ მარჯანიშვილის თეატრი პრემიერებს 3-4 აპრილს გამართავს.



„ე.წ კომენდანტის საათის გამო სპექტაკლები 4 საათზე დაიწყება, ამის გამო სამუშაო დღეებში წარმოდგენები არ გაიმართება. თუმცა განვიხილეთ ეს საკითხი და სპექტაკლებს შუა კვირასაც დავამატებთ, თუმცა არა ყოველ დღე,“ - აცხადებს მაზმიშვილი.



მაყურებლის მხრიდან რა აქტივობაა და პრემიერაზე დასასწრები ბილეთების რა ნაწილია გაყიდული, მაზმიშვილი აცხადებს, რომ აპრილის ბოლომდე სპექტაკლებზე დასასწრები ყველა ბილეთი გაყიდულია.




„თეატრი იხსნება ისე, თითქოს ის ერთი წელი, როცა დახურულები ვიყავით, არ ყოფილა. აღმოჩნდა, რომ თეატრი კვლავ ყველაზე მნიშვნელოვანი ხელოვნებაა საქართველოში. აფიშის გამოცემიდან დაახლოებით 2 საათში, ბილეთების 70%-ი გაყიდული იყო,“ - აცხადებს ეკა მაზმიშვილი.



კითხვაზე, რა მოლოდინი არსებობს, გაგრძელდება თუ არა მაყურებლის მხრიდან ასეთი აქტივობა თუ ეს პირველ ეფექტს უნდა მივაწეროთ, ეკა მაზმიშვილი განმარტავს, რომ მარჯანიშვილის თეატრს უკვე არაერთი პრემიერა აქვს მზად, შესაბამისად, დარწმუნებულია, რომ მაყურებელი აქტივობას მომავალშიც გააგრძელებს.



„სეზონზე ჩვენს თეატრს ჰყავდა 60 000 მაყურებელი, ახლა ბევრად შემცირებული იქნება ეს რიცხვი რეგულაციებიდან გამომდინარე. თუმცა, მაყურებლის მხრიდან ინტერესი განელებული არ არის. რაც შეეხება რეგულაციებს და მის დაცვას, არ ეტაპზე არ მგონია, პრობლემა შეგვექმნას, რადგან ტრეინინგებსაც გავდივართ. მაყურებლის ნაკადების მართვა არ უნდა გაგვიჭირდეს,“ - აცხადებს მაზმიშვილი.



მისი ინფორმაციით, რეგულაციების დაცვით მუშაობა თეატრს ფინანსურად დიდ დარტყმას მიაყენებს, შემოსავლები ნაკლები იქნება, თუმცა მსახიობების ხელფასებს და კომინალურ ხარჯს უზრუნველყოფს ბიუჯეტი.



"ბევრად მეტ პრობლემას შექმნიდა და მომავალი სპექტაკლების დადგმა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგებოდა, რომ არ გვყვავდეს ჩვენი პარტნიორები, მაგალითად, „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია“, რომელთანაც თანამშრომლობის მემორანდუმი გავაფორმეთ", - განმარტავს თეატრის დირექტორი.



შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსის პანდემიის გამო თეატრები იხსნება.




business-partner.ge









„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up