აპრილის თვეში, ვადაგადაცილებული სესხები წინა თვესთან შედარებით 72.4 მლნ ლარით გაიზარდა და 557.7 მლნ ლარს გაუტოლდა. მათი წილი კომერციული ბანკების საკრედიტო პორტფელში 1.3 პროცენტი იყო. ამის შესახებ ნათქვამია ეროვნული ბანკის 2022 წლის აპრილის „თვის მიმოხილვაში“.
ვადაგადაცილებული სესხების 39.2 პროცენტი ეროვნული ვალუტით არის დენომინირებული.