აქ და ახლა ლიტერატურული პრემია „საბას“  2020 წლის ფინალისტები ცნობილია!

აქ და ახლა ლიტერატურული პრემია „საბას“ 2020 წლის ფინალისტები ცნობილია!

access_time2020-09-11 11:46:12

წელს ლიტერატურულმა პრემიამ „საბა“ კონკურსი მეთვრამეტედ გამოაცხადა. წლევანდელი ფინალისტების სია უკვე ცნობილია 7 ნომინაციაში. „უცხოური ნაწარმოების საუკეთესო ქართული თარგმანის“ ნომინაციის ფინალისტები მოგვიანებით, ოქტომბერში გასაჯაროვდება, ხოლო ნომინაციაში „ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის“ -  გამარჯვებული, ტრადიციულად, უშუალოდ დაჯილდოების ცერემონიაზე  გახდება ცნობილი.


2020 წელს საუკეთესო წიგნებსა და ავტორებს ჟიური 9 ნომინაციაში გამოავლენს:

  1. საუკეთესო რომანი
  2. საუკეთესო პოეტური კრებული
  3. საუკეთესო პროზაული კრებული
  4. საუკეთესო პიესა
  5. საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკა
  6. საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი
  7. საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა
  8. უცხოური ნაწარმოების საუკეთესო ქართული თარგმანი
  9. ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილი.

ლიტერატურული კონკურსი „საბა“ თიბისიმ და პოეტმა რატი ამაღლობელმა 2002 წელს დააფუძნეს. უკვე წლებია ის ყველაზე ავტორიტეტული პრემიაა ლიტერატურის დარგში. დაარსების დღიდან „საბამ“ არაერთი მწერლის ნაწარმოები და ღვაწლი შეაფასა, კერძოდ 4000-ზე წიგნი განიხილა, 162 პრემია გასცა და 128 ავტორი დააჯილდოვა (მათგან 17 ავტორი დაჯილდოვდა მინიმუმ 2-ჯერ და მეტჯერ).

ლიტერატურული პრემია „საბას“ 2020 წლის ფინალისტები:

 

 

წლის საუკეთესო რომანი:

  1. ბესო სოლომანაშვილი, “ამბავი ძველი დახვრეტილებისა და ახალი დასახვრეტებისა (სულაკაურის გამომცემლობა)
  2. ანა კორძაია-სამადაშვილი, ზინკა ადამიანი” (სულაკაურის გამომცემლობა)
  3. ლაშა ბუღაძე, აუდიტორია (სულაკაურის გამომცემლობა)
  4. აკა მორჩილაძე, ფარშავანგი” (სულაკაურის გამომცემლობა)
  5. ალეკო შუღლაძე, ქრონიკული დაღლილობის სურნელი (პალიტრა L)

 


წლის საუკეთესო პროზაული კრებული:

  1. მამუკა დოლიძე, გასეირნება დროთა სივრცეში” (ინტელექტი)
  2. ვახტანგ კომახიძე, გაქცევის ტყვეობა” (საარი)
  3. ლექსო პაიკიძე, გიდი (ბენდესი)
  4. ეკა ქევანიშვილი, არაფერი დედაჩემის შესახებ” (წიგნები ბათუმში)

 

წლის საუკეთესო პოეტური კრებული:

  1. კატო ჯავახიშვილი, დედაჩემმა მითხრა, რომ (ინტელექტი)
  2. შოთა იათაშვილი, “XXI საუკუნის დასაწყისის პოეტი (ინტელექტი)
  3. ბესიკ ხარანაული, დიდი სმა (ინტელექტი)
  4. ტარიელ ჭანტურია, სიყვარულის შავი ყუთი 3 (კალმოსანი)
  5. ნატო ინგოროყვა, სადგურებს შორის (ინტელექტი)

 

წლის საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა:

  1. შორენა ლებანიძე, თუ საჭიროა გათქმევინებთ (არტანუჯი)
  2. ნათია ფანჯიკიძე, შიშო, გამოდი გარეთ (არტანუჯი)
  3. გიორგი მაისურაძე, სხვა ენა (ინდიგო)
  4. გურამ წიბახაშვილი, ზამთარი გადატანილია” (ინდიგო)
  5. გელა ჩარკვიანი, ნაგერალა 80 (ინტელექტი)
  6. თემურ ტონია, ვინილომაგია -ვინილომანია (პალიტრა L)
  7. კახა თოლორდავა, “გაუზავებლად“ (სულაკაურის გამომცემლობა)
  8. სალომე აფხაზიშვილი, „სოციალური სიცილი“ (სულაკაურის გამომცემლობა)

 

 წლის საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი:

  1. მაია ცირამუა, „მშვიდობით, ძია გერშვინ!“ (წიგნები ბათუმში)
  2. ელისო ფანცხავა, პოლ ოსტერის „4 3 2 1“ (წიგნები ბათუმში)
  3. მართა ურუშაძე, „მეხამრიდი“ (ინტელექტი)
  4. ნინი ელიაშვილი, „წერტილის შემდეგ“ (ინტელექტი)
  5. მაკა ცხვედიანი, „გასტონის კრეპერია“ (ინტელექტი)
  6. არჩილ ფირიაშვილი, „ფეხბურთის მოთამაშე“ (პალიტრა L)

 

წლის საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკა:

  1. გურამ ლებანიძე, რილკეს ელეგიები (კავკასიური სახლი)
  2. რამაზ ჭილაია, პოეტიკური ჩანაწერები (პალიტრა L)
  3. ზაზა აბზიანიძე, ქართულ ოლიმპზე და მის ირგვლივ (ინტელექტი)

 

 წლის საუკეთესო პიესა:

  1. დავით ფირცხალავა, დიდი შესვენება”, თემურ ჩხეიძის სახელოსნო (სამეფო უბნის თეატრი)
  2. ალექს ჩიღვინაძე, მარინა რევია”, თემურ ჩხეიძის სახელოსნო (სამეფო უბნის თეატრი)
  3. მაკა კუკულავა, მეორე ნახევარი, თემურ ჩხეიძის სახელოსნო (სამეფო უბნის თეატრი)








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up