აქციის მონაწილეები და ოპოზიციის ლიდერები რუსთაველის გამზირზე დარჩენას მთელი ღამით გეგმავენ, მათ ადგილზე კარავი მიიტანეს, თუმცა როგორც ხატია დეკანოიძე ამბობს სამართალდამცველებმა მათ ამის უფლება არ მისცეს.
აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის რამდენჯერმე დაპირისპირება მოხდა.
ოპოზიციის ლიდერებმა და აქციის მონაწილეებმა ივანიშვილის ბიზნეს რეზიდენციის მიმდებარე ტერიტორია ცოტა ხნის წინ დატოვეს. ისინი მსვლელობით კვლავ რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობისკენ გაემართნენ.
სოლოლაკში ბიზნეს რეზიდენციის მიმდებარე ტერიტორიაზე საპატრულო პოლიცია კვლავ მობილიზებულია.