აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების დედებმა მთავრობის ადმინისტრაციასთან მე-3 ღამე გაათენეს. მათი მოთხოვნა უცვლელია - შეხვდეთ პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი და განიხილონ მათი შვილებისთვის საჭირო პრეპარატ VOXZOGO-ს საქართველოში შემოტანა და დაფინანსება.
"ჩვენი მოთხოვნა ისევ უცვლელია, შეგვხვდეს პრემიერი, გამოგვიტანოს განაჩენი. მხოლოდ გვინდა, რომ მოგვისმინოს და თქვას, ეკუთვნის ჩვენს შვილებს ჯანმრთელობა და აძლევს თუ არა ამ ჯანმრთელობის უფლებას.
ჯანდაცვის სამინისტროს თავის საყვარელ არხებზე მოჰყავს თავისი ექიმები, ალაპარაკებს გვერდით მოვლენებზე. გამოდის, რომ ჩვენ, მშობლები გამოვდივართ ჩვენი შვილების მკვლელები. არ სჭირდება ამას სამედიცინო განათლება, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, ჩაწეროს ვოზორიტიდი საძიებო სისტემაში და ყველა იმ ნიშანს წაიკითხავს, რაც ამ მედიკამენტს ახასიათებს - რომ იგი ეფექტურია, რომ იგი უსაფრთხოა და არის აუცილებელი ამ ბავშვებისთვის". - ამბობს მშობელი, ქეთევან ბეგიაშვილი მთავარ არხთან ინტერვიუში.