აქტიურად ვმუშაობთ DCFTA-ის მოთხოვნების შესაბამისი  ხარისხის ინფრასტრუქტურის განვითარებასა და ევროპული სტანდარტების დანერგვაზე - გენადი არველაძე

აქტიურად ვმუშაობთ DCFTA-ის მოთხოვნების შესაბამისი  ხარისხის ინფრასტრუქტურის განვითარებასა და ევროპული სტანდარტების დანერგვაზე - გენადი არველაძე

access_time2023-02-10 20:30:15

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ დღეს  პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტს საქართველოსა და ევროკავშირს შორის „ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ (DCFTA)" შეთანხმების 2022 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ ანგარიში და 2023 წლის სამოქმედო გეგმა გააცნო. 



„საქართველოს განაცხადი ევროკავშირში წევრობაზე უმნიშვნელოვანესი ეტაპია ჩვენი ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის გზაზე. საქართველოს მთავრობის ამ გადაწყვეტილებამ დააჩქარა ქვეყნის ევროპულ ოჯახში გაერთიანების პროცესი და კიდევ მეტი მნიშვნელობა შესძინა ასოცირების შეთანხმებისა და DCFTA-ის ვალდებულებების განხორციელების პროცესს", - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ. მისივე თქმით, საქართველოს მთავრობის ძირითადი ძალისხმევა მიმართულია ამ პროცესის მაქსიმალური ხელშეწყობისაკენ, რაც აისახა 2 თებერვალს ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ ანალიტიკურ ანგარიშში, რომლის თანახმად, საქართველო საკმაოდ პოზიტიურად არის შეფასებული, მათ შორის DCFTA-ით გათვალისწინებულ მიმართულებებში.
„მოხარული ვარ, გაგიზიაროთ, რომ ევროკომისიამ მაღალი შეფასება მისცა საქართველოს მიერ DCFTA-ით აღებული ვალდებულებების განხორციელების პროგრესს და მზაობა გამოხატა ამ პროცესში საქართველოს დახმარების გაგრძელების თაობაზე", - განაცხადა მინისტრის მოადგილემ. 



გენადი არველაძემ დეპუტატებს სხვადასხვა სექტორთან დაკავშირებული კონკრეტული მაჩვენებლები და სტატისტიკა გააცნო. მისი ინფორმაციით, გასულ წელს საქართველოს სავაჭრო ბრუნვა ევროკავშირთან გაიზარდა 29%-ით, 3 912 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა და საქართველოს მთლიან სავაჭრო ბრუნვაში 21% შეადგინა. მათ შორის იმპორტი ევროკავშირიდან 32%-ით გაიზარდა და 3 049 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა.  ამავე პერიოდში საქართველოდან ექსპორტი ევროკავშირის ბაზარზე 20%-ით გაიზარდა  და 863 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ 2022 წლის მონაცემებით ევროკავშირში ექსპორტიორი კომპანიების რაოდენობა 2014 წელთან შედარებით 71%-ით გაიზარდა და 961 შეადგინა. ასევე მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს, ევროკავშირსა და თურქეთს შორის 2021 წლის 29 აპრილიდან ოფიციალურად ამოქმედდა ე.წ. „დიაგონალური კუმულაცია", რომლითაც თურქული ნედლეულით საქართველოში დამზადებული პროდუქციის ექსპორტი ევროკავშირის ბაზარზე თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით იქნება შესაძლებელი.



ამასთან, მინისტრის მოადგილის განცხადებით, მთავრობა ახორციელებს რიგ მნიშვნელოვან რეფორმებს, მათ შორის საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების მიმართულებით, ასევე სხვადასხვა ინსტრუმენტებს კერძო სექტორის, მცირე და საშუალო ბიზნესის კონკურენტუნარიანობის ამაღლების მიზნით, მათ შორის პროგრამის „აწარმოე საქართველოში" მეშვეობით, რომლის ფარგლებშიც 2022 წელს  430 ხელშეკრულება  გაფორმდა.  ასევე გრძელდება ექსპორტზე ორიენტირებული ქართული კომპანიების საერთაშორისო ღონისძიებებსა და გამოფენებში მონაწილეობის ხელშეწყობა.



გენადი არველაძის თქმით, უწყება ასევე აქტიურად მუშაობს DCFTA-ის მოთხოვნების შესაბამისი  ხარისხის ინფრასტრუქტურის განვითარების და სხვადასხვა მიმართულებით ევროპული სტანდარტების დანერგვის მიზნით. 
„ნიშანდობლივია, რომ ქართული კომპანიებისთვის გაიხსნა ევროკავშირის ცენტრალური ხელისუფლების ორგანოების მიერ საქონლის შესყიდვების ბაზარი, რის შედეგადაც, საქართველოში რეგისტრირებულ ნებისმიერ ბიზნესს უფლება ექნება მიიღოს მონაწილეობა ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის ცენტრალური ხელისუფლების ორგანოების მიერ გამოცხადებულ შესყიდვებში და ამ ბაზარზე გაუწიონ ღია და სამართლიანი კონკურენცია მსოფლიოს სხვა მიმწოდებლებს", - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up