„აქტიური მოქალაქეები ადამიანის უფლებებისათვის“ - რას გულისხმობს პროექტი, რომელიც პროფესიული განათლების სტუდენტთა ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად

„აქტიური მოქალაქეები ადამიანის უფლებებისათვის“ - რას გულისხმობს პროექტი, რომელიც პროფესიული განათლების სტუდენტთა ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად

access_time2022-12-22 21:02:34

ორგანიზაცია „საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის“  და „ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემიის“ ჩართულობით  ერთობლივი პროექტი განხორციელდა სახელწოდებით -  „აქტიური მოქალაქეები ადამიანის უფლებებისათვის“. პროექტი მიზნად ისახავს პროფესიულ სტუდენტთა ცნობიერების ამაღლებას ისეთ საკითხებზე, როგორიცაა აქტიური სამოქალაქო საზოგადოების გავლენა ბიზნესზე, გაეროს გლობალური შეთანხმების ინიციატივა, ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობა და ასე შემდეგ.


 „საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის“ გამგეობის წევრმა იოსებ გაბრაევმა  პროექტის შესახებ კომერსანტის ეთერში, ნინო ლიპარტიას გადაცემაში „ბიზნესი და სამართალი“ ისაუბრა. 


იოსებ გაბრაევის თქმით, პროექტი შედგებოდა 4 ძირითადი მოდულისგან: პირველი მოდული იყო „ნაფიცი მსაჯული როგორც აქტიური მოქალაქე“, მეორე თემა ეხებოდა ბიზნესის სოციალურ პასუხისმგებლობას, მესამე მოდული: შრომით უფლებებთან დაკავშირებით ცნობიერების ამაღლება და მეოთხე მოდული: პერსონალურ მონაცემთან დაკავშირებით ცნობიერების ამაღლება.




„ძალიან ხშირია, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა არ იციან როგორ შეავსონ კითხვარი, რომელიც მათ, როგორც პოტენციურ ნაფიც მსაჯულებს შეიძლება მიუვიდეთ. ჩვენი პროექტის ნაწილშიც, ნაფიცი მსაჯულის ერთგვარ მომზადებას და უნარ-ჩვევებით აღჭურვას ვახდენთ. მოხდა სტუდენტების დასწრება სხდომაზე და ის რაც თეორიული კუთხით შეისწავლეს ტრენინგის დროს, თვალნათელი გახდა,“- აღნიშნა იოსებ გაბრაევმა. მისი თქმით, პროექტის მოდულებში ნაფიცი მსაჯულის საკითხის შეტანის საფუძველი გახდა ის მდგომარეობა, რომ მოქალაქეების უმრავლესობა ცდილობს თავი აარიდოს ნაფიც მსაჯულობას.


რაც შეეხება დანარჩენ მოდულებს, იოსაებ გაბრაევის თქმით, პროექტი ამ ეტაპზეც მიმდინარეობს და თეორიული და პრაქტიკული ნაწილები აქაც შერწყმულია. მისი თქმით, ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობის მოდულის განხორციელებისას სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ შეხვედროდნენ გაეროს გლობალური შეთანხმების ბიზნესთან ურთიერთობის მენეჯერი.


პროექტი  „აქტიური მოქალაქეები ადამიანის უფლებებისათვის“ პროფესიული უნარების სააგენტოს მხარდაჭერით  ხორციელდება.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up