კომერციული ბანკების ზარალი აქტივების დანაკარგების მიხედვით 2022 წლის 8 თვეში 219 მლნ ლარამდე გაიზარდა. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, დანაკარგებს შორის, ბანკების ზარალი სესხებზე 76 მლნ ლარამდეა გაზრდილი.
ყველაზე ზარალიანი „კრედო ბანკი“ და „ბაზის ბანკის“, რადგან „კრედოს“ მხოლოდ 2 მლრდ ლარის აქტივი აქვს, ხოლო ზარალი აქტივების დანაკარგების მიხედვით დაახლოებით 30 მლნ ლარს შეადგენს, „ბაზის ბანკს“ კი 64.6 მლნ ლარის ზარალი და 3 მლრდ ლარის აქტივი აქვს.
2022 წლის 8 თვის მონაცემებით, კომერციული ბანკების რეიტინგი აქტივების დანაკარგების ზარალის მიხედვით ასე ნაწილდება:
საქართველოს ბანკი — 118,633 მლნ ლარი;
თიბისი ბანკი — 51,285 მლნ ლარი;
ლიბერთი ბანკი — 24,042 მლნ ლარი;
ბაზის ბანკი — 64.633 მლნ ლარი;
კრედო ბანკი — 29.804 მლნ ლარი;
პროკრედიტ ბანკი — (-3,271) მლნ ლარი.
2022 წლის 8 თვის მონაცემებით, კომერციული ბანკების რეიტინგი მთლიანი აქტივების მიხედვით ასე ნაწილდება:
საქართველოს ბანკი — 26,48 მლრდ. ლარი;
თიბისი ბანკი — 25,73 მლრდ. ლარი;
ლიბერთი ბანკი — 3,44 მლრდ.ლარი;
ბაზის ბანკი — 3 მლრდ. ლარი;
კრედო ბანკი — 2 მლრდ. ლარი;
პროკრედიტ ბანკი — 1,74 მლრდ. ლარი;