კომერციული ბანკების ზარალი აქტივების დანაკარგების მიხედვით 2022 წლის 9 თვეში 220 მლნ ლარამდე გაიზარდა.
ყველაზე ზარალიანი „კრედო ბანკი“ და „ბაზის ბანკის“, რადგან „კრედოს“ მხოლოდ 2 მლრდ ლარის აქტივი აქვს, ხოლო ზარალი აქტივების დანაკარგების მიხედვით დაახლოებით 30 მლნ ლარს შეადგენს, „ბაზის ბანკს“ კი 66 მლნ ლარის ზარალი და 3 მლრდ ლარის აქტივი აქვს.
2022 წლის 9 თვის მონაცემებით, კომერციული ბანკების რეიტინგი აქტივების დანაკარგების ზარალის მიხედვით ასე ნაწილდება:
თიბისი ბანკი — 51,235,443 ლარი (2021 წლის 9 თვეში მინუს -71,997,007 ლარი);
საქართველოს ბანკი — 131,837,061 ლარი (2021 წლის 9 თვეში მინუს -123,767,864 ლარი);
ლიბერთი ბანკი — 23,838,543 ლარი (2021 წლის 9 თვეში 21,688,029 ლარი);
ბაზის ბანკი — 66,102,695 ლარი (2021 წლის 9 თვეში მინუს -8,778,310 ლარი);
კრედო ბანკი — 27,753,708 ლარი (2021 წლის 9 თვეში 19,090,859 ლარი);
პროკრედიტ ბანკი — მინუს -5,244,263 ლარი (2021 წლის 9 თვეში მინუს -20,700,361 ლარი).
2022 წლის 9 თვის მონაცემებით, ტოპ 6 კომერციული ბანკის რეიტინგი მთლიანი აქტივების მიხედვით ასე ნაწილდება:
თიბისი ბანკი — 26,243,256,019 ლარი (2021 წლის 9 თვეში 22,976,021,861 ლარი), ზრდა 14%
საქართველოს ბანკი — 25,998,517,401 ლარი (2021 წლის 9 თვეში 20,667,199,328 ლარი), ზრდა 25.6%
ლიბერთი ბანკი — 3,548,196,540 ლარი (2021 წლის 9 თვეში 2,890,120,691 ლარი), ზრდა 20.7%
ბაზის ბანკი — 2,908,524,965 ლარი (2021 წლის 9 თვეში 1,650,410,398 ლარი), ზრდა 70.6%
კრედო ბანკი — 2,046,049,195 ლარი (2021 წლის 9 თვეში 1,572,574,588 ლარი), ზრდა 25%
პროკრედიტ ბანკი — 1,705,627,836 ლარი (2021 წლის 9 თვეში 1,868,640,844 ლარი) კლება 10%