კაპიტალზე უკუგების კოეფიციენტით საქართველოს ბანკი თიბისი ბანკს სჯობნის, აქტივებზე უკუგებით კი ლიდერად ისევ თიბისი რჩება. 2021 წლის მეოთხე კვარტლის ანგარიშის თანახმად, საქართველოს ბანკის პირველადი ძირითადი კაპიტალი 2,381,240,371 ლარს შეადგენს, თიბისის 15,9%-ით მეტს - 2,759,894,404 ლარს. საქართველოს ბანკის მთლიანი აქტივები 21,788,183,848 ლარს შეადგენს, თიბისის აქტივები - 23,405,201,114 ლარს.
კაპიტალზე უკუგებით (ROE) 37.63%-ით საქართველოს ბანკი ლიდერობს, თიბისისთვის ის 36.12%-ია, აქტივებზე უკუგებით (ROA) კი 4.21%-ით ლიდერი თიბისია, საქართველოს ბანკის ROA 3.99%-ია. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ბანკის ინვესტორი 100 ლარის კაპიტალზე 37 ლარის მოგებას იღებს, თიბისის - 36 ლარს. ზოგადად მთლიანი საბანკო სექტორის უკუგებაზე კი 30%-ია.
ბანკებისთვის და განსაკუთრებით სისტემური ბანკებისთვის, როგორც ROE, ასევე ROA არაადეკვატურად მაღალია. მაგალითად, 2019 წელს საქართველოს ბანკის კაპიტალზე უკუგების კოეფიციენტი 24.71%-ს შეადგენდა, რომელიც 2020 წელს 3.42%-მდე შემცირდა, აქტივებზე უკუგების კოეფიციენტი კი 2.59%-დან 0.31%-მდე. თიბისის შემთხვევაშიც თუ 2019 წელს კაპიტალზე უკუგების კოეფიციენტი 20%-ს შეადგენდა, 2020 წელს 6.08%-მდე შემცირდა, აქტივებზე უკუგების კოეფიციენტი კი შესაბამისად 2%-დან 0.63%-მდე.
2021 წლის 31 დეკემბრის მონაცემებით, TOP5 ბანკის ROA და ROE ასეთია:
საქართველოს ბანკი - ROE 37.63%, ROA 3.99%;
თიბისი ბანკი - ROE 36.12%, ROA 4.21%;
ბაზისბანკი - ROE 16.4%, ROA 2.5%;
ვითიბი ბანკი ჯორჯია - ROE 16,34%, ROA 1.80%;
ლიბერთი ბანკი - ROE 14.26%, ROA 1.57%.
წმინდა მოგების, შემოსავლის თუ დაკრედიტების გარდა, ბანკების მომგებიანობას ეს ორი კოეფიციენტიც განსაზღვრავს და ადგენს, თუ რამდენს გამოიმუშავებს ორგანიზაცია მის ხელთ არსებულ ყოველ ლარზე.
ნინო თამაზაშვილი