კაპიტალზე უკუგების კოეფიციენტით საქართველოს ბანკი თიბისი ბანკს სჯობნის, აქტივებზე უკუგებით კი ლიდერად ისევ თიბისი რჩება. 2022 წლის მეოთხე კვარტლის ანგარიშის თანახმად, საქართველოს ბანკის პირველადი ძირითადი კაპიტალი 2,353,590,996.53 ლარს შეადგენს, თიბისის - 2,497,588,643 ლარს. საქართველოს ბანკის მთლიანი აქტივები 26,625,502,407 ლარს შეადგენს, თიბისის აქტივები კი 27,491,902,089 ლარს.
კაპიტალზე უკუგებით (ROE) 32.81%-ით საქართველოს ბანკი ლიდერობს, თიბისისთვის ის 28.75%-ია, აქტივებზე უკუგებით (ROA) კი 3.92%-ით ლიდერი თიბისია, საქართველოს ბანკის ROA 3.79%-ია. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ბანკის ინვესტორი 100 ლარის კაპიტალზე 32.81 ლარის მოგებას იღებს, თიბისის - 28.75 ლარს.
2022 წლის 31 დეკემბრის მონაცემებით, TOP 5 ბანკის ROA და ROE ასეთია:
საქართველოს ბანკი - ROE 32.81%, ROA 3.79%;
თიბისი ბანკი - ROE 28.75%, ROA 3.92%;
პროკრედიტ ბანკი - ROE 17%, ROA 3%;
ბაზისბანკი - ROE 16.2%, ROA 2%;
ლიბერთი ბანკი - ROE 18.30%, ROA 2.01%.
წმინდა მოგების, შემოსავლის თუ დაკრედიტების გარდა, ბანკების მომგებიანობას ეს ორი კოეფიციენტიც განსაზღვრავს და ადგენს, თუ რამდენს გამოიმუშავებს ორგანიზაცია მის ხელთ არსებულ ყოველ ლარზე.