აქტივისტები ლონდონის ცენტრში, ბელგრავის მოედანზე მდებარე მილიარდერი რუსი ოლიგარქის, ოლეგ დერიპასკას სასახლეში შეიჭრნენ.
„ტვიტერზე“ გავრცელებულ ფოტოზე ჩანს რუსი ოლიგარქსის სასახლის ფანჯრიდან გადმოფენილი უკრაინის დროშა და აივანზე ჩამოკიდებული ბანერი წარწერით - „ეს ქონება გათავისუფლებულია“. ფოტოზე ჩანს რუსი ოლიგარქის სასახლესთან მობილიზენული პოლიციის მანქანა.
Sky News-ის ინფორმაციით, 54 წლის ოლეგ დერიპასკა, რომელიც მსოფლიოში მეორე უმსხვილესი ალუმინის კოომპანიის Rusal-ის დამაარსებელია, დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ შედგენილ სანქცირებულთა სიაში 10 მარტს დაამატეს.
ბრიტანეთში დერიპასკას მრავალმილიონი ქონების ბედი გაურკვეველი მას შემდეგ გახდა, რაც გაერთიანებული სამეფოს მთავრობამ განაცხადა, რომ რუსი ოლიგარქის აქტივები გაიყინება.