აქვს თუ არა ქართულ მხარეს “ინტერ რაოსთან” წაგებული საქმის გასაჩივრების უფლება

აქვს თუ არა ქართულ მხარეს “ინტერ რაოსთან” წაგებული საქმის გასაჩივრების უფლება

access_time2021-12-05 14:00:50

საქართველომ რუსულ ენერგოგიგანტთან, Inter Rao-სთან, საარბიტრაჟო დავა წააგო.  სტოკჰოლმის  საარბიტრაჟო ტრიბუნალმა საქართველოს  Inter Rao-ს    სასარგებლოდ  80 მილიონ 500 ათასი  დოლარის  გადახდა დააკისრა.

საქართველოს მთავრობა ფაქტს ადასტურებს, თუმცა აზუსტებენ, რომ “ინტერ რაოს” მოთხოვნა (200 ათასი ლარი) არბიტრაჟმა მხოლოდ ნაწილობრივ დაკმაყოფილება. იუსტიციის სამინისტროში აცხადებენ, რომ გადაწყვეტილება გასაჩივრდება.  ქართული მხარე ამტკიცებს, რომ 2014  წელს ტარიფები სწორად იქნა განსაზღვრული და ამიტომ არბიტრაჟის გადაწყვეტილება გასაჩივრდება სტოკჰოლმის სასამართლოში, როგორც დაუსაბუთებელი.

ოპოზიციის ნაწილი ამტკიცებს, რომ არბიტრაჟის გადაწყვეტილება არ საჩივრდება, რადგან არბიტრაჟს არანაირი ,,ზედა ინსტანცია” არა აქვს და დაკისრებულ  80.5 მილიონ დოლარს არაფერი ეშველება. მათი მტკიცებით, შესაძლებელია მხოლოდ პროცედურულ საკითხებზე დავა, გადაწყვეტილების შინაარსის გადახედვა კი გამორიცხულია.

იურიდიული დეტალების დასაზუსტებლად ორგანიზაცია “ახალგაზრდა ადვოკატების” პრეზიდენტს, არჩილ კაიკაციშვილს დავუკავშირდით, რომელმაც აგვიხსნა, რომ საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გასაჩივრების შესაძლებლობა ქართულ მხარეს კანონით მხოლოდ ერთდჯერადად აქვთ. ამ სასამართლოს გადაწყვეტილება იქნება საბოლოო და ვეღარ გასაჩივრდება.

არჩილ კაიკაციშვილი  ხაზს უსვამს იმას,  რომ უმნიშვნელოვანესია საქართველოს მოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომი იყოს “წაგებული” საქმის შინაარსი, რაც, მთავრობამ უნდა უზრუნველყოს. უფლებადამცველი ამტკიცებს, რომ მოქალაქეებს აქვს უფლება, იცოდნენ, რატომ წააგო ქართულმა მხარემ დავა, რამდენად მყარი იყო საქმის წარმოებისას ქართული მხარის სამართლებრივი არგუმენტები, რა არგუმენტები წარადგინა “ინტერ რაომ”, რამდენად შეძლო საქართველომ საკუთარი ინტერესების ჯეროვანი დაცვა. კაიკაციშვილი იმასაც ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ამ საქმისადმი მოქალაქეობრივი ინტერესი მაღალია, რადგან საუბარია სოლიდურ თანხაზე, 80 ათას დოლარზე, რომლის გადახდა/არგადახდა უნდა მოხდეს საქართველოს ბიუჯეტიდან, რომელსაც ავსებენ საქართველოს მოქალაქეები. ამიტომაც მთავრობა ანგარიშვალდებულია მოქალაქეების წინაშე, გააცნოს ამ საქმის დეტალები.

არჩილ კაიკაციშვილი ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ  “ინტერ რაოს” საჩივარი არბიტრაჟმა მხოლოდ ნახევრად დაუკმაყოფილა და შესაძლებელია კომპანიამ თავადაც გაასაჩივროს ეს გადაწყვეტილება უფრო მეტი შედეგის მისაღებად. აპირებს თუ არა ამას რუსული ენერგოგიგანტი, ჯერ ცნობილი არაა. უფლებადამცველი დარწმუნებულია, რომ ნების შემთხვევაში, მხარეებს შორის მორიგების სამართლებრივი შესაძლებლობა ჯერ კიდევ არსებობს.

იუსტიციის სამინისტროს მტკიცებით, საკითხზე სამართლებრივი დავა გრძელდება და მიუხედავად მისი შედეგისა, ეს გავლენას არ მოახდენს საქართველოს მოსახლეობისთვის დენის ტარიფებზე.

ამ საკითხზე კომენატრი გააკეთა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმაც.  ნათია თურნავას შეფასებით, საარბიტრაჟო სასამართლოში „ინტერ რაოსთან“ მიმდინარე დავა ადასტურებს,  თუ რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის ენერგეტიკული დამოუკიდებლობა.  თურნავამ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ სწორედ საქართველოს ენერგეტიკული დამოუკიდებლობაა იმის გარანტი, რომ ნებისმიერი სხვა ქვეყნის ნება-სურვილზე ნაკლებად ვიყოთ დამოკიდებულები.


დავა საქართველოსა და რუსულ კომპანიას შორის 2017  წლიდან მიმდინარეობს და ვალუტის საკურსო სხვაობით მიყენებულ ზარალს უკავშირდება. რუსული კომპანია დავობდა, რომ საქართველოში მისი ჰიდროელექტროსადგურების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის ტარიფში უნდა ასახულიყო ლარის გაუფასურებით მიყენებული ზარალი. თუმცა, საქართველოს სატარიფო მეთოდოლოგია მსგავს ჩანაწერს არ ითვალისიწნებს, რის გამოც ეს მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. რუსული კომპანია კი ამტკიცებს, რომ აქტივების ყიდვა-გაყიდვის შეთანხმებებით, საქართველოს უნდა მოეხდინა კომპანიის მოსალოდნელი ხარჯების კომპენსირება.

საქართველოს ეროვნულმა ვალუტა, ლარი, 2014  წლის შემდეგ  დოლართან 80%-ზე მეტით გაუფასურდა.  უკვე  2016 წლიდან  Inter Rao-ს ჰოლანდიურმა  შვილობილმა კომპანიამ  მოითხოვა  ზარალის ანაზრაურება  და მიუთითა, რომ კურსის გაუფასურების ტარიფში გაუთვალისწინებლობით სახელმწიფო მათ ინვესტიციებს ზიანს აყენებდა. მათივე მტკიცებით, ეს ყველაფერი 2003  წელს გაფორმებულ ნასყიდობის შეთანხმებასთან და 2013  წელს გაფორმებულ მემორანდუმთან წინააღმდეგობაში მოდიოდა.

მე შეგახსენებთ, რომ  Inter Rao ფლობს დედაქალაქის ენერგომომარაგებაზე პასუხისმგებელი კომპანიის  “თელასის” აქციების 75 %-ს. ჰოლანდიაში დაფუძნებული Gardabani Holdings B.V.-ით კი ფლობს  “ხრამჰესი 1-ს” და “ხრამჰესი 2-ს”.

საქართველოსა და ნიდერლანდების სამეფოს შორის მოქმედებს ორმხრივი ინვესტიციების დაცვის შეთანხმება, რომელიც იცავს უცხოელი ინვესტორის ინტერესებს საქართველოში. ესაა ხელშეკრულება, რომელიც საქართველომ Inter Rao-ს ჰოლანდიურ შვილობილებთან, ჯერ კიდევ 2008 წელს გააფორმა. დოკუმენტს “გრიფიდ საიდუმლო” ადევს.

„ინტერ რაოს“ უარი 200 ათასი ლარის გადახდაზე კახა კალაძემ უთხრა, როცა ის ენერგეტიკის მინისტრი იყო. სწორედ ამის შემდეგ მიმართა კომპანიამ არბიტრაჟს. კახა კალაძის განმარტებით, საუბარი იმაზე, რომ მისი ენერგეტიკის მინისტრობის პერიოდში ტარიფი უნდა გაზრდილიყო, რათა კომპანია ზარალზე არ წასულიყო, არის აბსურდი და ოპონენტების გამოგონილი ტყუილი.

„ეს არის ძალიან დიდი ტყუილი. ზოგიერთი ტელევიზიიდან და ოპონენტებისგან მოვისმინეთ სრული აბსურდი, რაც არ მიკვირს. მათი პოლიტიკური მდგომარეობა, თუ როგორ გამოიყურებიან, ამ განცხადებებშიც ჩანს. მერე უკვირთ, რატომ არიან ასეთ მდგომარეობაში და რატომ არ აქვთ საზოგადოების მხრიდან მხარდაჭერა. ამ ადამიანების ყოველდღიურობა აგებულია სიცრუეზე და ხალხის შეცდომაში შეყვანაზე. რაც შეეხება არსებულ დავას, თავის დროზე, როდესაც ჩვენ ამ მიმართულებით მუშაობა დავიწყეთ, მოთხოვნა იყო, კახა კალაძეს ხელი მოეწერა იმაზე, რომ ამ კომპანიისთვის 200 მილიონი დოლარი გადაგვეხადა. ამას, რა თქმა უნდა, არ დავთანხმდებოდი. ჩვენ ვიცავთ სახელმწიფოს და ხალხის ინტერესებს. სახელმწიფოს დავა არ წაუგია. ეს არის ნაწილობრივ დაკმაყოფილება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მოთხოვნა იყო 200 მილიონ დოლარზე. მე და ჩემმა თანამშრომლებმა ეს პასუხისმგებლობა არ ავიღეთ და ამას ხელი არ მოვაწერეთ. აღნიშნული სარჩელი, რა თქმა უნდა, გასაჩივრდება, რითაც უკვე დადასტურდა, რომ კომპანიას ეს 200 მილიონი დოლარი არ ეკუთვნოდა“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, იმ ხელშეკრულებებს, რომლებიც კახა კალაძის ენერგეტიკის მინისტრობის დროს გაფორმდა, უნდა მოეხსნას თუ არა ე.წ. გრიფით საიდუმლოს სტატუსი, დედაქალაქის მერი პასუხობს, რომ  მისი მინისტრობის დროს არანირი საიდუმლო ხელშეკრულება არ გაფორმებულა.

„კახა კალაძეს არანაირი „გრიფით საიდუმლო“ ხელშეკრულება არ დაუდია. ამ ხელშეკრულებას 2007 წელს „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს დაედო „გრიფით საიდუმლო“. შესაბამისად, ჩემი მინისტრობის დროს ეს ხელშეკრულება დამხვდა. გამოძიება რაზე დაიწყოს? 200 მილიონ დოლარს რომ ითხოვდნენ და 80 მილიონ დოლარის გადახდა რომ გვიწევს? ესაც ჯერ დასადგენია, რადგან გასაჩივრებულია ზედა ინსტანციაში“, – განაცხადა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, დავაში საქართველოს ინტერესებს იუსტიციის სამინისტრო და იურიდიული ფირმა White & Case იცავდა, რუსულ ენერგოკომპანიას კი Freshfields Bruckhaus Deringer-ი და Dentons-ი წარმოადგენდნენ.


ავტორი: ბელა გელაშვილი

წყარო: BusinessReview





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up