აქვს თუ არა საქართველოს საკმარისი ჟანგბადის ქარხნები

აქვს თუ არა საქართველოს საკმარისი ჟანგბადის ქარხნები

access_time2021-08-26 13:00:56

ჟანგბადის მარაგთან დაკავშირებით ქვეყანაში სრული ინფორმაციული ქაოსია. საჯარო და არასამთავრობო სექტორს ამასთან დაკავშირებით არაერთგვაროვანი პასუხი აქვს. საქართველოს ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ჟანგბადის მიწოდებასთან დაკავშირებით შეფერხება არ აქვთ და პაციენტებს ამ მხრივ საფრთხე არ ემუქრებათ. გარდა იმისა, რომ ჟანგბადის რამდენიმე ქარხანა უშუალოდ საქართველოშიც ფუნქციონირებს, საჭიროების შემთხვევაში, ქვეყანას აზერბაიჯანი და თურქეთიც ამარაგებენ. თუმცა, როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, შემცირებულია ჟანგბადის მოცულობა ყოველ ერთ ავადმყოფზე და დამატებითი რესურსია საჭირო.


საქართველოში რამდენიმე კლინიკაა, რომელსაც აქვს თავისი ავტონომიური ჟანგბადის ქარხანა. სექტორის წარმომადგენლები ,,კომერსანტთან“ აცხადებენ, რომ ჟანგბადის დეფიციტი არ აქვთ. რაც შეეხება სამინისტროსადმი მიმართვიანობას ჟანგბადით მომარაგებასთან დაკავშირებით, როგორც ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ზაზა ავალიანი აცხადებს, ბუნებრივი პროცესია და არ ნიშნავს, რომ დეფიციტი არსებობს. ამ მხრივ, როგორც ავალიანი აღნიშნავს, საზოგადოება არასწორად არის ინფორმირებული.


,,მოწოდებაში შეფერხება არ გვაქვს, ტექნიკური ხასიათის პრობლემა შეიძლება დაფიქსირდეს - მანქანა ფუჭდება, ხან ბალონის პრობლემაა და სხვა, მაგრამ ლოკალურად გვარდება, ამ მხრივ პრობლემა რეალურად არ არსებობს. ის, რომ სახელმწიფოს მივმართავთ და ვითხოვთ მარაგს, არ ნიშნავს, რომ პრობლემაა, ჩვეულებრივი მუშა პროცესია, რაც რატომღაც არასწორად იქნა აღქმული“, - ამბობს ზაზა ავალიანი.


მან ,,კომერსანტთან“ ასევე განაცხადა, რომ კლინიკის ბაზაზე შენდება ჟანგბადის ქარხანა, რომელსაც ,,გლობალური ფონდი“ აფინანსებს. საინვესტიციო თანხის მოცულობაა $300 000. გარდა ამისა, როგორც ავალიანი აღნიშნავს,  ცენტრი უზრუნველყოფილია ჟანგბადის 9  კონცენტრატორით, რომელიც ელექტროენერგიით გამოიმუშავებს ჟანგბადს და საჭიროების შემთხვევაში, დაიტვირთება.


ის, რომ ჟანგბადის დანადგარები ქვეყანას საკმარისი რაოდენობით აქვს, ადასტურებს ჯანდაცვის მენეჯმენტის ექსპერტი ვატო სურგულაძე.  თუმცა აქვე დასძენს, რომ გარკვეული შეფერხება ჟანგბადის მოცულობასთან დაკავშირებით არსებობს.


,,კარგი იქნებოდა, სახელმწიფოს შეეძინა დიდი რაოდენობით ჟანგბადის დანადგარები და გადაეცა კლინიკებისთვის დროებით თუ მუდმივ მფლობელობაში.  პრობლემა თუ არსებობს, უნდა გადაწყდეს, დიდი არაფერია საჭირო, შეუკვეთონ და თურქეთიდან 3 დღეში ჩამოვა. ყველგან არა, მაგრამ ლოკალურად არსებობს ჟანგბადის პრობლემა, ავადმყოფებს არ მიეწოდება იმ წნევით და მოცულობით, რაც მათ სჭირდებათ, ეს არის მთავარი პრობლემა“, - ამბობს სურგულაძე.



სტატისტიკოს  სოსო არჩვაძის განცხადებით, იმის გამო, რომ ავადობა მატულობს, მცირდება ჟანგბადის მოცულობა 1 ავადმყოფზე, ამიტომ დამატებითი რეზერვია საჭირო.


,,ჟანგბადის მარაგი  უცვლელია და მეტია ავადმყოფების რაოდენობა, რომლებიც ჟანგბადს საჭიროებენ. შესაბამისად, უფრო მეტი მოცულობის ჟანგბადი  გვჭირდება.  აშკარაა, რომ სიტუაცია გაუმჯობესებას საჭიროებს. სტუდენტების ჩართვა გახდა საველე ჰოსპიტლებში საჭირო, რადგან სამედიცინო კადრი არასაკმარისია. პრობლემა ნამდვილადაა, რადგან ვიმყოფებით მაღალ პლატოზე, ისეთ მაღალ დონეზე, სადაც ჰაერიც გაიშვიათებულია, მძიმე სიტუაციაა და სამედიცინო სფეროს რესურსი მილევად რეჟიმშია“, - ამბობს არჩვაძე.


ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას ინფორმაციით, დღეს კლინიკაში არის 7 400 პაციენტი, მათი დიდი ნაწილი – 70% არის ჟანგბადდამოკიდებული.


,,მთელი ეს პერიოდი კლინიკებთან აქტიურად მუშაობს როგორც ეკონომიკის, ასევე საგარეო საქმეთა სამინისტრო, რომ ჟანგბადის დამატებითი მარაგების მობილიზება მოხდეს სხვადასხვა ქვეყნიდან – აზერბაიჯანი და თურქეთი გვეხმარება. ასევე გასულ წელს და ბოლო პერიოდის განმავლობაში, დაახლოებით 20-25-მა კლინიკამ დაიმატა თავისი ავტონომიური ქარხანა, ანუ ისინი არავისზე დამოკიდებული არ არიან ამ მიმართულებით. ნამდვილად არ არსებობს განგაშის საფუძველი, რადგან არაერთი წყაროდან – იმისთვის, რომ გადაზღვევა მოხდეს, თუ რომელიმე წყარო რაღაც მომენტში შეფერხდება, მეორე წყარო იყოს ადგილზე“, - განაცხადა გაბუნიამ.


ცნობისთვის, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 5021 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 58 პაციენტი.


კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებით, დღიურად,  28196 მოქალაქე აიცრა.


სულ ქვეყანაში 1038292 აცრა გაკეთდა.

მარი ჩიტაია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up