„არ არსებობს კარგი მძღოლი, რომელიც საჭესთან არაფხიზელ მდგომარეობაში დაჯდება“ – ოფროუდერი მაო გოშაძე „თეგეტას“ კამპანიას შეუერთდა

„არ არსებობს კარგი მძღოლი, რომელიც საჭესთან არაფხიზელ მდგომარეობაში დაჯდება“ – ოფროუდერი მაო გოშაძე „თეგეტას“ კამპანიას შეუერთდა

access_time2022-12-24 13:02:36

შვილები, მეგობრები და დიდი მხიარულება სახლში - ეს არის ერთადერთი საახალწლო ტრადიცია, რასაც პირველი ქართველი ოფროუდერი ქალი, მაო გოშაძე არასდროს ღალატობს. როგორც თავად ამბობს, გრანდიოზული საახალწლო სამზადისისა და საყიდლებზე სიარულის ნაცვლად, ცდილობს, დრო, საყვარელ ადამიანებთან ერთად, სასიამოვნოდ გაატაროს.

 


 მაო გოშაძე, ოფროუდერი: „ჩემთვის მთავარი დღესასწაული შობაა და ძირითადად ამ დღეს აღვნიშნავ, თუმცა ახალი წელი თავისი მხიარულებითა და ფერადოვნებით, რა თქმა უნდა, ძალიან მიყვარს. საახალწლო პერიოდში ვცდილობ, დრო, საყვარელ ადამიანებთან ერთად, თბილისში ან ქალაქგარეთ გავატარო.

 

 

ზოგიერთ ადამიანს სახლში ფუსფუსი და კერძების მომზადება მოსწონს, თუმცა მე მათ რიცხვს ნამდვილად არ მივეკუთვნები. სადღესასწაულო სუფრისთვის ყოველთვის ვყიდულობ ბევრი სახეობის ყველს, რასაც წითელ ღვინოსთან ერთად მივირთმევთ. ასე გამოიყურება ჩემი საახალწლო სუფრა, რითაც მეც ბედნიერი ვარ და სტუმრებიც“.

 

 

მაო ფიქრობს, რომ ახალი წელი ის დროა, როდესაც ყველა ადამიანს შეუძლია მისთვის სასურველი ნებისმიერი გზით იზეიმოს, თუმცა მაინც არსებობს ერთი საერთო წესი, რომლის დაცვისკენაც ყველას მოუწოდებს - არასდროს მართონ ავტომობილი ნასვამ მდგომარეობაში. სწორედ ამ მიზნით შეუერთდა „თეგეტა ჰოლდინგის“ საახალწლო კამპანიას. ამბობს, რომ ნასვამი მძღოლები არა მხოლოდ საკუთარ თავს, არამედ გარშემომყოფებსაც უქმნიან საფრთხეს.

 


მაო გოშაძე, ოფროუდერი:
„სხვადასხვა არგუმენტი მომისმენია თავის გასამართლებლად: „კარგი მძღოლი ვარ“, „მოკლე მანძილი მაქვს გასავლელი“, „ვაკონტროლებ სიტუაციას“ და ა.შ.

 



დამერწმუნეთ, რომ ავტოსაგზაო შემთხვევას არ სჭირდება დიდი მანძილის გავლა. საჭესთან მყოფ არაფხიზელ ადამიანს საკუთარი და სხვისი სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდება ზუსტად 2 მეტრის გავლის დროსაც შეუძლია“.



რამდენიმე შემთხვევასაც იხსენებს, როდესაც ოფროუდტურების დროს, დამღლელი დღის ბოლოს ივახშმეს და ზოგიერთმა მეგობარმა ალკოჰოლური სასმელიც დალია. თუმცა, როგორც თავად ამბობს, ასეთ დროს ყოველთვის არიან ადამიანები, რომლებიც მძღოლს აზღვევენ - არ სვამენ, შეუძლიათ მისი შეცვლა და ავტომობილის მართვა.



მაო გოშაძე, ოფროუდერი: „ჩემი აზრით, არ არსებობს კარგი მძღოლი, რომელიც საჭესთან არაფხიზელ მდგომარეობაში დაჯდება, რადგან „მაგრობა“ არ არის მხოლოდ საჭის ტრიალი. მჯერა, რომ ყველაზე მაგარი ხარ მაშინ, როდესაც იცავ საგზაო მოძრაობის წესებს, ავტომობილს მართავ კულტურულად, გზას უთმობ სხვას, რათა არ შექმნა საავარიო სიტუაცია და, რა თქმა უნდა, არ ჯდები საჭესთან ნასვამ მდგომარეობაში“.

 

„თეგეტა ჰოლდინგის“ ახალი კამპანია სწორედ ამ მანკიერ ქცევას ეხმიანება და მძღოლებს  არაფხიზელ მდგომარეობაში ავტომობილის მართვაზე უარის თქმისკენ მოუწოდებს.

 



ნათიკა ბერძული, თეგეტა ჰოლდინგის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი: „საახალწლო პერიოდში, როცა ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი მძღოლების რაოდენობა იმატებს, გვინდა, საზოგადოებას რეგულარულად შევახსენოთ, რომ არაფხიზელ მდგომარეობაში მანქანა არ მართონ. გვჯერა, სასიკეთო ცვლილებები პასუხისმგებლობიანი კომპანიებისა და საზოგადოების ერთიანი ძალისხმევით მიიღწევა. სწორედ ამიტომ ამ ჯადოსნურ პერიოდში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თითოეულმა მოქალაქემ საკუთარი პასუხისმგებლობა გავიაზროთ და გავუფრთხილდეთ როგორც საკუთარ თავს, ისე გარშემომყოფებს“.

 


დღესასწაულებამდე სულ ცოტა დრო რჩება. გახსოვდეთ - საახალწლო გართობას შეზღუდვები არ აქვს. აღნიშნე, როგორც გინდა, მაგრამ მთავარი არ დაგავიწყდეს — არ მართო მანქანა ნასვამ მდგომარეობაში.

 

 



თეგები:
თეგეტა



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up