არ არსებობს რუსეთთან ვაჭრობით გამდიდრებული ქვეყნის არცერთი მაგალითი - გიორგი ქადაგიძე

არ არსებობს რუსეთთან ვაჭრობით გამდიდრებული ქვეყნის არცერთი მაგალითი - გიორგი ქადაგიძე

access_time2020-06-28 18:00:22

რადიო „კომერსანტისა“ და „საქართველოს ატლანტიკური საბჭოს“ ერთობლივ გადაცემაში „ეროვნული ინტერესები“ ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა, გიორგი ქადაგიძემ ჰიბრიდული ომის ეკონომიკურ ასპექტებზე, ბაზრების დივერსიფიცირებასა და სასამართლოს დამოუკიდებლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„ყველა ის ქვეყანა,რომელიც რუსეთის გავლენას ინარჩუნებს დღეს, არის ღარიბი. არ არსებობს რუსეთთან ვაჭრობით გამდიდრებული ქვეყნის არცერთი მაგალითი. ყველამ ვინც შეძლო რუსეთის ბაზრიდან გასვლა და დივერსიფიცირება, მიმართა ეკონომიკური წყობა დასავლეთის განვითარებული სამყაროსკენ, დღეს არის განვითარებული. განვითარების მთავარი გზა არის სავაჭრო არხების დივერსიფიცირება. დასანანია,რომ დღეს საქართველოსთვის ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორი კვლავ რუსეთია. ჩვენი უსაფრთხოების კონცეფცია და ეკონომიკური უსაფრთხოება,როგორც მისი ნაწილი, უნდა იყოს განხილული სწორედ დივერსიფიცირების კონტექსტში. ქართულ რიგ საქონელს იცნობს რუსული ბაზარი და მეწარმეებს მარტივად შეუძლიათ ოპერირება, თუმცა ბორჯომის გაყიდვების ისტორიული მაქსიმუმი იყო მას შემდეგ,როცა ბორჯომის გაყიდვების არცერთი პროცენტი არ ეჭირა რუსეთს.

30 წელი გავიდა დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ და ვერ მოვახერხეთ გამდიდრება,როგორც ქვეყანამ. მიუხედავად იმისა,რომ რიგ მიმართულებებში მნიშვნელოვანი წარმატებები გვქონდა, საბოლოო ჯამში,საქართველო დღეს ისევ არის ევროპის უღარიბესი ქვეყანა სომხეთთან და მოლდოვეთთან ერთად. პირველ რიგში, უნდა შევაფასოთ ის,თუ რა გვიშლის ხელს და რატომ ვერ მივდივართ წინ. რუსეთი არასდროს არცერთ პარტნიორ ქვეყანას არ სთხოვს,რომ მისი სასამართლო იყოს დამოუკიდებელი, მას ეს არ არინტერესებს. პარტნიორი ქვეყნები კი არიან ავტოკრატიული, ან ნახევრად ავტოკრატიული, ან ოლიგარქიული რეჟიმების მქონე ქვეყნები, სადაც საუბარია არა იმაზე,თუ რა არის უკეთესი ქვეყნისთვის, არამედ რა არის უკეთესი მმართველი ელიტებისთვის. რუსეთის პარტნიორ ქვეყნებში მდიდრდებიან კონკრეტული ელიტები და მოსახლეობა ღარიბდება.“- აღნიშნავს გიორგი ქადაგიძე. როგორც მან გადაცემაში ისაუბრა, გაზრდილია ტურიზმში  რუსეთიდან ჩამოსულ ტურისტებზე დამოკიდებულებაც.

„კვლევები აჩვენებს,რომ რუსი ტურისტები სხვა ქვეყნის ტურისტებთან შედარებით, ხარჯავენ ცოტას. ნაწილში, რუსეთი არ არის ყველაზე დიდი ქვეყანა და მას არ აქვს ყველაზე დიდი ბაზარი. მნიშვნელოვანია დავინახოთ,რომ პრობლემა არა დასავლეთსა და სიშორეშია, არამედ რუსულ იმპერიალიზმთან ინტეგრაციაშია.  ჩვენთან ომი არც არასდროს დამთავრებულა. ომი გრძელდება,როცა ჩვენი მილიონი მოქალაქე ემიგრაციაშია წასული და საუკეთესო წლებს თავისი ოჯახებისგან შორს ატარებს. საქართველოს შემოსავლების მნიშვნელოვანი წყარო სწორედ გზავნილებია. დღეს, ჩვენ რომ რაღაც სიკეთეებს ვხედავთ, სწორედ არის დამსახურება იმ ადამიანებისა,რომლებიც დასავლეთში არიან და აგზავნიან თანხებს. სირცხვილია,რომ საქართველო ევროპის ყველაზე ღარიბი ქვეყანაა. ასი ათასობით ადამიანი ღებულობს სოციალურ შემწეობას. მოსახლეობის ნახევარი კი ქმნის მთლიანი ეკონომიკის 8%-ს. რეგიონებში არაფერი კეთდება და უმეტეს სოფლებში ყველაზე მდიდარი ადამიანები პენსიონერები არიან. ადმინისტრაციულ ცენტრებში კი გამგეობა და დასუფთავების სამსახური არის ერთადერთი დასაქმების წყარო,“- ამბობს ქადაგიძე. მან ასევე ისაუბრა აჭარაში თურქოფობიის გაღვივებასა და  გაზპრომის ინტერესებზე ჰესების წინააღმდეგ დაწყებულ კამპანიებთან დდაკავშირებით. 

„გაზპრომის ინტერესშია,რომ იმ ქვეყანაში,სადაც ის პოტენციურად არის გაზის მიმწოდებელი, არ აშენდეს ჰესი. ის აფინანსებს ძალიან ბევრ საინფორმაციო აქტივობას ჰესების წინააღმდეგ, მათ შორის ორგანიზაციებს. ისტორიულად ასეა, კორუფცია და ბომბები კლასიკური რუსული ექსპორტია. უნდა განვმარტოთ, რატომ გვინდა ბიზნესის კეთების დასავლური მოდელი - ეს არის კლასიკური მერიტოკრატია, იქ ფასდება ის ადამიანი,ვინც შრომობს და ძალისხმევას ხარჯავს. სწორედ ის წინაურდება და ქმნის დოვლათს. ამ მოდელშია სოციალური დაცვის მექანიზმები, კანონის უზენაესობა, სადაც  არც ადამიანი და არც ბიზნესი არ იჩაგრება.


აჭარაში რუსეთი აღვივებს თურქოფობიას. რომ ნახევარ აჭარაში თურმე თურქი მოსახლეები დასახლდნენ და ა.შ. სინამდვილეში ფაქტები საპირისპიროა, თუ ვინმე აჭარაში ყიდულობს უძრავ ქონებას და ბინადრობის მოწმობას იღებს, არიან რუსეთის მოქალაქეები.

ჩვენ უნდა გვახსოვდეს,რომ რუსეთის იმპერიალისტურ პოლიტიკაში  არ შედის საქართველოს განვითარება და გამდიდრდება, დამოუკიდებელ ქვეყნად ქცევა, რისკენაც ჩვენ მივისწრაფით. დამოუკიდებელი სუვერენული ევროპული ოჯახის წევრობა ნიშნავს კარგ განათლებას ჩვენი შვილებისთვის, ხელმისაწვდომ ჯანდაცვას ჩვენი მშობლებისთვის, დოვლათის შექმნას და განვითარებას, წყნარად, მშვიდად ცხოვრებას, ისე,როგორც ცხოვრობს ევროპული ქვეყნების უმეტესობა.

დასავლურ კომპანიებს ყოველდღე უნდა ვუმტკიცებდეთ,რომ საქართველო არის ის ქვეყანა,სადაც თქვენი ინტერესები იქნება დაცული. როგორ ? - დამოუკიდებელი სასამართლოს არსებობით. თუ პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მცირდება, ეს ნიშნავს იმას,რომ ჩვენი მშობლები, ძმები და დები კიდევ დიდიხანი ვეღარ ჩამოვლენ ქვეყანაში ; ამ ციფრის შემცირება ნიშნავს იმას,რომ ჩვენ ვერ ვქმნით დოვლათს, არ გვაქვს დასაქმება. დღევანდელი ფრონტის ხაზი გადის ეკონომიკურ კეთილდღეობაზე, თავისუფალ სასამართლოსა და გამდიდრებაზე,“_ განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up