"არ გაგვიმართლა მეზობელში, რომელიც "ძმობას" რაკეტებით გვიმტკიცებს, მაგრამ გაგვიმართლა პოლონეთში, რომელმაც 3 მილიონი უკრაინელი შეიფარა", - ეს მიმართვა უკრაინის პირველმა ლედიმ, ოლენა ზელენსკამ გაავრცელა და პოლონელებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
ოლენა ზელენსკა ამბობს, რომ თითოეული უკრაინელისთვის, რომლებსაც სამშობლოს დატოვება მოუწიათ, ახლა ერთადერთი მიზანი უკან დაბრუნებაა.
"დავბრუნდები - ამ სიტყვას იმეორებს ყველა უკრაინელი, რომელიც იძულებული გახდა, დაეტოვებინა სახლი. ჩემს სკოლაში დავბრუნდები. ჩემს სამზარეულოში, ნათესავებთან.
ჩვენ არ გაგვიმართლა მეზობელში, რომელიც ამტკიცებს „ძმობას“ რაკეტებით და ტერორით. მაგრამ ძალიან გაგვიმართლა მეორე მეზობელში - პოლონეთი, რომელიც უკრაინის უახლოესი მეგობარი გახდა არა მხოლოდ გეოგრაფიულად. პოლონეთმა შეიფარა თითქმის სამი მილიონი უკრაინელი და მისცა მათ არა მხოლოდ დროებითი საცხოვრებელი, არამედ მუდმივი ზრუნვა, უფასო სამედიცინო მომსახურება და განათლება.
ჩვენ დავბრუნდებით, რადგან სახლზე უკეთესი არაფერია. ჩვენ აუცილებლად მოვიწვევთ პოლონელებს, რომ მადლობა გადაუხადოთ მათ სტუმართმოყვარეობისთვის - საზღვრების ნამდვილი არარსებობისთვის. მადლობა მეგობრებო!", - წერს ოლენა ზელენსკა.
ცნობისთვის, პოლონეთის პრეზიდენტის ანდჟეი დუდა დღეს უკრაინაში იმყოფება. ის უკრაინის პარლამენტს სიტყვით მიმართავს.
წყარო: "მთავარი არხი"