„არ გამოვრიცხავ, რომ ფასების ზრდა ბაზარზე ურთიერთგავლენის თემაც იყოს და  ერთი კომპანია მეორე  კომპანიას უყურებდეს“ - ლევან გოგიბერიძე

„არ გამოვრიცხავ, რომ ფასების ზრდა ბაზარზე ურთიერთგავლენის თემაც იყოს და ერთი კომპანია მეორე კომპანიას უყურებდეს“ - ლევან გოგიბერიძე

access_time2023-03-02 20:00:14

„თურქულ მედიკამენტებზე ფასების დასტაბილურება პრემიერის განცხადებამ გამოიწვია თუ თვითონ ბაზარმა დაარეგულირა რთულია გასარკვევია“-  ამის შესახებ რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში, „კომერსანტის დილა“ საქართველოს ფარმაცევტთა  ასოციაციის  პრეზიდენტმა ლევან გოგიბერიძემ ისაუბრა, მისი თქმით თურქული მედიკამენტები სხვა ქვეყნების მიერ წარმოებულ მედიკამენტებთან შედარებით იაფია. როდესაც საუბარი იყო იმაზე, რომ თურქულ მედიკამენტებზე ფასი გაიზარდა ეს ალბათ სადისტრიბუციო კომპანიებს უნდა ვკითხოთ  თუ რატომ და რის გამო მოხდა ეს, მისივე თქმით პრემიერის განცხადებაც სწორედ ამან გამოიწვია.

 

გოგიბერიძე აღნიშნავს, რომ ბიზნესი ცოცხალი  ორგანიზმია, რომელიც სხვადასხვა ფაქტორებზე რეაგირებს.


„რეფერენტული ფასების შედეგი, მედიკამენტების გაიაფება უნდა ყოფილიყო, თუმცა უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ საწყის ეტაპზე რეფერენტული ფასი 50 მოლეკულას ეხება, ეს არის 1400 - იდან 1500 - მდე  წამალი, რომელიც ძირითადად პროგრამული მედიკამენტებია და ფართო მოხმარებისთვის ნაკლებად გამოიყენება, ამიტომ შესაძლებელია, რომ მოსახლეობამ საწყის ეტაპზე შეღავათი ვერ ნახა.

 


 

თუმცა სულ რამდენიმე დღეა , რაც რეფერენტული ფასების თემა შევიდა ძალაში და რაღაც შედეგებზე საუბარი  ჯერჯერობით  ნაადრევია, თუმცა ცნობილია  ის, რომ წლის  ბოლომდე მთლიანად ბაზარზე არსებული  ყველა  მედიკამენტი  უნდა მოექცეს რეგულირებადი ფასების  ქვეშ და  შედეგს  მოსახლეობაც უფრო დაინახავს.“ - აღნიშნა  ლევან  გოგიბერძემ.

 

გოგიბერიძის თქმით რთულია იმის განსაზღვრა მედიკამენტებზე  ფასების მატება კომპანიებს შორის ურთიერთქმედებამ თუ ჰოლდინგურმა მიდგომამ გამოიწვია, მისივე თქმით პროცესი მიმდინარეობს და შედეგიც მალე დაიდება.

 

„არ გამოვრიცხავ  იმას, რომ ფასების ზრდა ბაზარზე ურთიერთგავლენის თემაც იყოს და  ერთი კომპანია მეორე  კომპანიას უყურებდეს,   ფასების  ზრდა  იქნება  ეს თუ  კლებისკენ  მიმართულება, ეს  ზოგადად  ბაზრის  პრინციპია,  როდესაც კომპანიები  ერთმანეთის  ქმედებებს თვალს  ადევნებდეს  და აქედან  იყოს ეს  გამოწვეული  მაგრამ ნუ  გავუსწრებთ  მოვლენებს  და  დაველოდოთ  კონკურენციის  სააგენტოს  დასკვნას. ამის  შემდეგ  რა  თქმა უნდა არაფერი  გამორიცხული  არ  არის. მსოფლიოში  ხდება  მსგავსი რამ და  შეიძლება  აქაც  ასე  იყოს.“ - აღნიშნა ლევან გოგიბერიძემ.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up