2022 წელი ეკონომიკური თვალსაზრისით საკმაოდ რთული იყო. ამის შესახებ თიბისი კაპიტალის მთავარმა ეკონომისტმა ოთარ ნადარაიამ რადიო კომერსანტის გადაცემაში „პროფესიონალები“ განაცხადა. ოთარ ნადარაიას თქმით, ამაზე დიდი გავლენა რეგიონში მიმდინარე ომმა მოახდინა.
ეკონომისტი წლის გამოწვევად ასახელებს ინფლაციასაც, თუმცა მისი პროგნოზით ინფლაციის მაჩვენებელი მომავალ წელს საგრძნობლად შემცირდება.
თიბისი კაპიტალის მთავარმა ეკონომისტი ვარაუდობს, რომ 2023 წელში მნიშვნელოვნად შემსუბუქდება მონეტარული პოლიტიკაც და ეროვნული ბანკი საპროცენტო განაკვეთს მკვეთრად შეამცირებს. ოთარ ნადარაია არ გამორიცხავს 2 ნიშნულით ცვლილებასაც.
„ყველა საზომით, დღეს ლარის განაკვეთი პიკზეა, თუ რამე გართულება არ მივიღეთ რეგიონში, მარტში უკვე გვექნება პირველი შემცირება, მოსალოდნელია საკმაოდ აგრესიული შემცირება, არ გამოვრიცხავ, რომ 9 პროცენტამდეც შემცირდეს,“ - განაცხადა ოთარ ნადარაიამ.