„არ გვაქვს ილუზია, რომ მოკლე ვადაში რაოდენობას, რომელიც რეგიონიდან დაგვაკლდა დავაკომპენსირებთ“ – ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი

„არ გვაქვს ილუზია, რომ მოკლე ვადაში რაოდენობას, რომელიც რეგიონიდან დაგვაკლდა დავაკომპენსირებთ“ – ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი

access_time2022-06-24 18:00:00

2022 წლის 5 თვეში საქართველოდან ექსპორტზე 27,141 ტონა 79,8 მლნ დოლარის ღირებულების ღვინო გავიდა, რაც გასული წლის მონაცემებთან შედარებით 3.7%-ით ნაკლებია. ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი „ბიზნესპრესნიუსთან“ ამბობს, რომ მიზეზი რეგიონში მიმდინარე ომია.


ლევან მეხუზლას თქმით, ახლა ქვეყანა ბაზრების დივერსიფიცირებაზე მუშაობს, თუმცა ნაკლებ მოსალოდნელია, რომ რაოდენობრივად ექსპორტის დეფიციტის კომპენსირება მოხდეს.


„ექსპორტის შემცირება რიცხვებში თითქოს არც ისე მასშტაბურია, თუმცა რაოდენობრივად, ნამდვილად გვაქვს დანაკლისი. ფაქტობრივად, უკრაინა გასაგები მიზეზების გამო წლის პირველ ნახევარში გაჩერებული იყო. ახლა, შედარებით დაიწყო ისევ შესყიდვები, მაგრამ 60%-ზე მეტია კლება. ჩვენ ტრადიციულ ბაზრებზე შეინიშნება კლების ტენდენცია, განსაკუთრებით მარტი-აპრილიდან. თუმცა, მაინც მინდა აღვნიშნო, რომ სტრატეგიულ ბარებზე (ევროკავშირი, აშშ, დიდი ბრიტანეთი) ყველა ამ ბაზარზე ზრდა შენარჩუნებულია და ვფიქრობ, რომ ეს ტენდენცია გაგრძელდება. თუმცა, რაოდენობა რომ ავიღოთ, ვფიქრობ, ვერ მოხდება ჩანაცვლება, რასაც რეგიონის ქვეყნებში ექსპორტის დეფიციტი ქმნის.


ჩვენ, შეიძლება ითქვას, თუ ქვეყნებით ავიღებთ, სადაც ღვინის მოხმარება ხდება, პრინციპში სრულად ათვისებული. ჩვენ გვაქვს ექსპორტი დახლოებით 60 ქვეყნაში. არის ქვეყნები, რომელიც ღვინისთვის ძალიან კარგი ბაზარია და ყველა ამ ქვეყნაში სტრატეგიულად ვმუშაობთ. არის ქვეყნები, რომელიც რაოდენობის მხრივ თითქოს ნაკლებ საინტერესოა, თუმცა ისინი არიან მაღალ მსყიდველუნარიანი და დივერსიფიცირების კუთხით აუცილებელია მათი ათვისება. ვგულისხმობ ჩრდილო ევროპას, სკანდინავიას და ბენელუქსის ქვეყნებს, სადაც რამდენიმე მცირე, მაგრამ ძალიან წარმატებული ღონისძიება გვქონდა საელჩოებისა და კერძო სექტორის დახმარებით და ჩართულობით. ვფიქრობ, შექმნილ ვითარებაში ეს ბაზრები საინტერესოა. ხაზგასმით ვამბობ, არ გვაქვს ილუზია, რომ მოკლე ვადაში რაოდენობას, რომელიც რეგიონიდან დაგვაკლდა დავაკომპენსირებთ, თუმცა ამაზე უნდა ვიმუშაოთ“, - განაცხადა მეხუზლამ.



მისივე თქმით, გარდა ევროპაში დაგეგმილი კამპანიებისა, აგვისტოს ბოლოს თბილისში, აშშ-ს ღვინის ეკონომისტთა ასოციაცია გამართავს კონგრესს, რაც ქართული ღვინის ცნობადობისთვის ასევე უმნიშვნელოვანესია.


,,გადაწყვეტილება მიღებულია, აგვისტოს ბოლოს გაიმართება საქართველოში აშშ-ს ღვინის ეკონომისტთა ასოციაციის კონგრესი, თბილისში სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე ჩვენი უშუალო ჩართულობით და მხარდაჭერით. მათი სტატისტიკა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, ბოლო მონაცემით, როცა ყველა ქვეყანაში იკლებდა ექსპორტი აშშ-ში მაინც იყო მზარდი. ამით თავისთავად ჩანს, რამდენად მნიშვნელოვანი ბაზარია, მით უფრო, რომ გასულ წელს 1 მლნ ბოთლზე მეტი გავიდა ექსპორტზე. რაოდენობაც უკვე საგრძნობია და საშუალო ფასიც იმატებს“, - განაცხადა მეხუზლამ „ბიზნეპრესნიუსთან“.


bpn,ge






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up