არ მგონია, რომ ეს მარტო მიგრანტების ბრალი იყოს - ოთარ ნადარაია ლარის გამყარებაზე

არ მგონია, რომ ეს მარტო მიგრანტების ბრალი იყოს - ოთარ ნადარაია ლარის გამყარებაზე

access_time2022-10-12 11:00:37

„რატომ მყარდება დღეს ლარი, არ მგონია, რომ ეს მარტო მიგრანტების ბრალი იყოს“,- ამის შესახებ "თიბისის" მთავარმა ეკონომისტმა ოთარ ნადარაიამ რადიო „პალიტრისა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.


მისი თქმით, აქ მნიშვნელოვანი იყო მოლოდინები. კერძოდ, ზამთრის „აუცილებლად“ გაუფასურების მოლოდინების გამო, დეპოზიტების სახით, საბანკო სექტორში ჭარბი დოლარი დაგროვდა, რამაც ლარის გამყარება გამოიწვია.


თუმცა, სამომავლოდ გაგრძელდება თუ არა ეს ტენდენცია, ოთარ ნადარაიამ განაცხადა, რომ სავარაუდოდ, ლარი მეტად აღარ გამყარდება, რადგან ეს უკვე საერთაშორისო კონიუქტურაზე (დოლარის სიმყარეზე) და ინფლაციის მაჩვენებელზეა დამოკიდებული.


„რა თქმა უნდა, დამატებითი შემოდინება არის, მიგრაციის დამატებითი ტალღიდან, მაგრამ ჩემი აზრით, ეს არ არის მთავარი ლართან მიმართებით. იმიტომ, რომ პირველი, შემოდინებები ისედაც ძლიერი იყო, და მეორე, უფრო მნიშვნელოვანი, წელს ძალიან გამოკვეთილი იყო მოლოდინები, ლარის სეზონურად „აუცილებლად“ გაუფასურებასთან დაკავშირებით. როდესაც ასე ხდება, ინტუიციურად რომ შევხედოთ, აქ საერთოდ არ არის საჭირო ეკონომიკური თეორია და პრაქტიკა, თუ თითქმის ყველა ელოდება, რომ ზამთრის გამო, წლის ბოლოს ლარი გაუფასურდება, ლარი აღარ გაუფასურდება იმიტომ, რომ ყველა ახურდავებს. ანუ ლარიდან გადადის დოლარში დეპოზიტებზე და სხვათაშორის, დეპოზიტები არ არის მხოლოდ მიგრანტების გამო, ადგილობრივი დეპოზიტებიც ძალიან იზრდება, რადგან ვისაც აქვს დაზოგვის საშუალება, უფრო ვალუტაზე გადავიდა, სესხებს ვინც იღებს, უფრო ლარში. ამით რა მოხდა, ის სავალუტო შემოდინებები, რომელიც საქართველოშია, დიდი ნაწილი (მიგრანტების გარეშე), დაახლოებით, 800 მლნ დოლარი ან მეტი, საბანკო სექტორში დაგროვდა. ანუ, ზამთრის გაუფასურების მოლოდინების გამო, ეს ჭარბი დოლარი დაგროვდა, რაც სავალუტო ბაზრიდან ამოვიდა.



ახლა რა მოხდება შემდეგ თვეებში და რატომ მყარდება დღეს ლარი, არ მგონია, რომ ეს მარტო მიგრანტების ბრალი იყოს. იმიტომ, რომ ეს ხალხი, ვინც დააგროვა ვალუტა, ვინც იფიქრა, რომ რადგან ახლა ზამთარში გაუფასურდება, მოდი ივლისში, სექტემბერში და ზოგმა აგვისტოში, მოვასწრებ გადახურდავებას. ისინი ხედავენ, რომ ტენდენცია შეიცვალა და ლარი სინამდვილეში არ უფასურდება. ამიტომ, როგორც სესხების კუთხით ( იმიტომ, რომ უკვე მეტი სესხი გააქტიურდა ვალუტაში) ასევე დეპოზიტების კუთხით, უკვე იგრძნობა ეს ცვლილება. ანუ უხეშად რომ ვთქვათ, ეს დაგროვილი 800 მლნ ნელ-ნელა უკვე უბრუნდება სავალუტო ბაზარს. ამიტომ, ჩემი აზრით, მომდევნო თვეებში ვიხილავთ კიდევ უფრო მეტ მიწოდებას სავალუტო ბაზარზე ვალუტის, ვიდრე ეს ექსპორტიდან, გზავნილებიდან, ან თუნდაც, მიგრანტებიდან და ტურიზმიდან გამომდინარეობს.


შეჯამების სახით, წინააღმდეგობრივი რამ უნდა ვთქვა, გამოიწვევს თუ არა ეს ლარის გამყარებას, ვფიქრობთ, რომ - არა. იმიტომ, რომ აქ ასევე მნიშვნელოვანია საერთაშორისო კონიუქტურა და ინფლაციის პროგნოზი. საერთაშორისო კონიუქტურაში ვგულისხმობთ იმას, რომ დოლარი არის რეკორდულად მყარი მსოფლიოში, ამიტომ სანამ დოლარი არ დასუსტდება საერთაშორისო ბაზრებზე, რაც ძალიან რთული დასაჯერებელია წელს, ლარის გამყარება დოლართან რთული წარმოსადგენია“,- განაცხადა ოთარ ნადარაიამ.




წყარო: bpn.ge






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up