„არ მგონია, რომ რამდენიმე თვის განმავლობაში ინფლაციის მაჩვენებელი 10% -ს  ჩამოსცდება“ - ივა ჭყონია

„არ მგონია, რომ რამდენიმე თვის განმავლობაში ინფლაციის მაჩვენებელი 10% -ს ჩამოსცდება“ - ივა ჭყონია

access_time2022-09-05 21:00:32

„საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის“ პრეზიდენტმა ივა ჭყონიამ ბიზნეს ფორმულას ეთერში ქვეყანაში არსებულ ინფლაციაზე ისაუბრა  და აღნიშნა, რომ პროდუქტზე ფასების ზრდის მთავარი ფაქტორი საერთაშორისო ბაზარზე ფასების ცვლილებაა, რადგან საქართველო როგორც იმპორტირებულ პროდუქტზე, ასევე იმპორტირებულ ნედლეულზე არის დამოკიდებული.

 

„როდესაც ვსაუბრობთ ადგილობრივ წარმოებაზე, იქნება ეს ადგილობრივი ბოსტნეული თუ ხილი, ყველაფერს სჭირდება იმპორტი, საწვავის, პესტიციდების თუ სასუქის სახით. დღეს დიზელზეა დამოკიდებული გადაზიდვები, დისტრიბუცია და მთლიანად სოფლის მეურნეობა.

 

სოფლის მეურნეობის პროდუქტებზე, იგივე  ბოსტნეულზე დღეს ფასები არის შემცირებული, მაგრამ ეს არამხოლოდ  სეზონურობიდან, არამედ ჭარბი მოსავლიანობიდან გამომდინარეობს,  რაც პირველ რიგში აზარალებს  გლეხებს, რადგან მათ იძულებით მოუწიათ პროდუქციაზე ფასის დაკლება, მაგალითად წელს ჩასაბარებელი საზამთროს ფასი იყო 20-25 თეთრი, შეიძლება  ეს მოსახლეობისთვის კარგია, მაგრამ დამანგრეველია ფერმერისთვის და საბოლოო ჯამში იწვევს უკუჩვენებას“ - აღნიშნა ივა  ჭყონიამ.

 

ჭყონიას თქმით საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ ევროპას რუსეთის აგრესიიდან გამომდინარე , ძალიან ცივი ზამთარი ელოდება, რადგან  ჯერ კიდევ გაურკვეველია თუ როგორ და რა ტარიფებში მოხდება გაზის მიწოდება. მისივე თქმით თუ ევროპიდან შემოსული და ევროპაში  წარმოებულ პროდუქტებზე ფასი გაიზრდება ეს რა თქმა უნდა საქართველოზეც  ცუდად აისახება.

 

„საერთაშორისო გადაზიდვებზე ფასი კატასტროფულად დაახლოებით 100-150 % ით არის გაზრდილი , რაც  საერთაშორისო ბაზარზე საწვავის ფასის  ცვალებადობით არის გამოწვეული, გარდა ამისა გაჭიანურებული იყო გადაზიდვის პროცესიც, ეს ყველაფერი კი ინფლაციის  მაჩვენებელზე აისახება, სამწუხაროდ დადებითი მოლოდინები არ მაქვს და არ მგონია, რომ რამდენიმე თვის განმავლობაში ინფლაციის მაჩვენებელი 10% -ს  ჩამოსცდება, მითუმეტეს იმ ვითარებაში, როდესაც უკრაინაში ომი კვლავ აქტიურია“, - აღნიშნა ივა  ჭყონიამ.


 

საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა ინფლაციურ პროცესებში ლარის კურსის ფაქტორზეც ისაუბრა და განმარტა, რომ ლარის სტაბილურობიდან გამომდინარე, კომპანიებმა შეძლეს, რომ რიგ პროდუქტებზე, რომლებზეც  ფასები მზარდი იყო 2-3 თვის მანძილზე  შეენარჩუნებინათ, თუმცა მისივე  თქმით ლარი რომ არასტაბილურია და მიმს მიმართ ნდობა დაბალია ეს ბოლო პერიოდმაც ძალიან კარგად აჩვენა, როდესაც ლარის კურსი 2,70 დან 14-15 პუნქტით გაუარესდა.

 

„მოლოდინები გვაქვს  რომ  თუ  ლარის 3 - იან ნიშნულს არ მიაღწევს, პროდუქტებზე ფასების შენარჩუნება შესაძლებელი იქნება იმ შემთხვევაში თუ საერთაშორისო ბაზრებზე  ფასების მკვეთრი ცვლილება არ მოხდება. იგივე ზაფხულის  პერიოდში,  როდესაც  ლარმა  საშუალება  მისცა კომპანიებს სწრაფად ბრუნვად პროდუქტებზე  ზეთზე  წიწიბურაზე და ბრინჯზეც  ფასები იყო შემცირებულ რიგმა  კომპანიებმა  რომელსაც  გრძელვადიანად  ვარგისი პროდუქტები  აქვთ  შეძლეს  აქციების ჩატარებაც,  ჩვენ იმედი გვაქვს რომ ლარი სტაბილურობას შეინარჩუნებს, თუმცა როდესაც აქტიური ტურისტული სეზონი გავა  რთული სათქმელია რა იქნება“ -  აღნიშნა ივა  ჭყონიამ.

 

რაც შეეხება  მსყიდველუნარიანობას ჭყონია ამბობს, რომ ბაზარზე მოთხოვნა საკმაოდ დიფერენცირებული გახდა, მოთხოვნა გაზრდილია, როგორც  ძვირადღირებულ ასევე  იაფ პროდუქტებზე, მისივე  თქმით მცირდება საშუალო ფენაც, თუმცა არა სიმდიდრისკენ. მისივე თქმით ძვირადღირებულ  პროდუქტებზე მოთხოვნა კი არის  გაზრდილი, მაგრამ  არა იმ პროპორციულობით რამდენადაც  იაფზე.  მან ასევე აღნიშნა, რომ ბიზნეს  სექტორში  გაზრდილი ბრუნვაც საქართველოში შემოსულ გაზრდილ ნაკადებს უკავშირდება.

„კომპანიებისთვის ერთის მხრივ კარგია, რომ ბრუნვა გაზრდილია, მაგრამ სექტემბრის  ბოლოს  ოქტომბრის დასაწყისში ჩვენ უფრო  სხვა  სურათს დავინახავთ, უახლოეს  პერიოდში  ჩვენ  რასაც  ვუყურებთ  საერთაშორისო  ბაზარზე არ  შეინიშნება  ფასების  ცვლილება და თუ გაზის  ტარიფიდან გამომდინარე  ევროპაში  რიგ პროდუქტებზე ფასები არ გაიზარდა  ჩვენ  არ  ველოდებით  რომ  ფასები  გაიზრდება.  სამწუხაროდ ჩვენ მაღალი დამოკიდებულება  გვაქვს  რუსეთის  ბაზარზე,  საკმაოდ  დიდი რაოდენობის და მათ  შორის  პირველადი მოხმარების პროდუქტი  რუსეთიდან  შემოდის, ამ  ეტაპზე  სხვა ალტერნატივა  არც  არის, იმიტომ რომ იგივე  პროდუქტი  რაც რუსეთიდან  შემოდის  ამერიკიდან  რომ შემოვიდეს დაახლოებით 3-ჯერ ძვირი დაჯდება. რუსეთზე ძალიან ბევრი  რამეა  დამოკიდებული , მაგალითად ფიქსირებული  ფასი  ზეთზე თუ არის 100$ შეუძლია გახადოს ხუთასი  დოლარი და ა.შ., ამიტომ გრძელვადიანი პროგნოზის გაკეთება რთულია“, - აღნიშნა ივა ჭყონიამ.

 

 

 

 

 

 






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up