თბილისის მასშტაბით ბინების და სახლების სეგმენტში ყველაზე ძვირი 1მ/კვ-ი ფასი მთაწმინდაზეა. სტატისტიკური მაჩვენებლების მიხედვით, რაიონში 1 კვადრატის ფასი 2022 წლის მეოთხე კვარტლის მდგომარეობით 4941 ლარია, ხოლო სახლების სეგმენტში - 3258 ლარი.
მთაწმინდის შემდეგ ყველაზე მაღალი ფასი ბინებზე ვაკეშია, კერძო სახლების სეგმენტში კი დიდუბეში. შესაბამისად ვაკეში 1 კვ/მ ბინის ფასი 4204 ლარია, ხოლო დიდუბეში (სახლების სეგმენტში) 1 კვ/მ 3156 ლარი ღირს.
2022 წლის მეოთხე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, ფასების ზრდა დაფიქსირდა, როგორც საცხოვრებელი ბინების სეგმენტში (3.8 პროცენტი), ისე კერძო სახლების სეგმენტში (8.9 პროცენტი). 2021 წლის მეოთხე კვარტალთან შედარებით ფასების ზრდა დაფიქსირდა ორივე სეგმენტში - ბინებზე 12.5 პროცენტით, ხოლო კერძო სახლებზე 18.0 პროცენტით.