არ ვაპირებთ მიღებას! - გრიბოედოვის თეატრი რუსულ სუბსიდიაზე

არ ვაპირებთ მიღებას! - გრიბოედოვის თეატრი რუსულ სუბსიდიაზე

access_time2023-04-08 20:04:30



გრიბოედოვის თეატრის პრესსამსახურში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ არ აპირებენ რუსული ფინანსური სუბსიდიის მიღებას, რომლის შესახებაც რუსეთის კულტურის მინისტრის მოადგილემ ისაუბრა სანქტ-პეტერბურგში გამართულ კონფერენციაზე და რომელიც სხვა ქვეყნებში მომუშავე 10 რუსული თეატრისთვის გამოყო რუსეთის კულტურის სამინისტრომ.

"არ ვაპირებთ მიღებას!" - ასე უპასუხა გრიბოედოვის თეატრმა რადიო თავისუფლების კითხვას, რა პოზიცია ექნებათ მათ რუსულ ფინანსურ დახმარებაზე. თეატრის პრესსამსახურში გვითხრეს, რომ არანაირი კომუნიკაცია ამ ინფორმაციის გავრცელებამდე რუსულ მხარეს მათთან არ ჰქონია და გამოყოფილი ფინანსური დახმარების შესახებაც მედიიდან გაიგეს.



რუსულ სამთავრობო საინფორმაციო სააგენტო „Tass”-ზე 7 აპრილს გამოქვეყნდა ცნობა ფინანსურ დახმარებაზე, რომელიც განკუთვნილია ათ ქვეყანაში რუსული თეატრებისთვის. ამ სიაში თბილისის ალექსანდრე გრიბოედოვის სახელობის დრამატული თეატრი ერთ-ერთი იყო.



სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაცია ეყრდნობოდა რუსეთის ფედერაციის კულტურის მინისტრის მოადგილის, ალა მალინოვას გამოსვლას კონფერენციაზე "რუსული თეატრი საზღვარგარეთ, როგორც რუსული კულტურის ინსტიტუტი". კონფერენცია 7-8 აპრილს სანქტ-პეტერბურგში იმართება და მასში მონაწილეობენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების რუსული თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელებიც.



მანილოვას თქმით, რუსეთს გარეთ მდებარე რუსული დრამატული თეატრების დაფინანსება განკუთვნილია უახლესი თეატრალური სასცენო დანადგარების შესყიდვისა და საპრემიერო დადგმების ხელშეწყობისთვის. „5 მილიონი რუბლი (დაახლ. 60 ათასი აშშ დოლარი) გამოიყოფა სასცენო დანადგარებისთვის, 5 მილიონი საპრემიერო დადგმების ხელშესაწყობად”, – განაცხადა მან.



ამავე წყაროს ცნობით, რუსეთის ფინანსურ დახმარებას მიიღებენ ასევე რუსული სახელმწიფო დრამატული თეატრები საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, ასევე სომხეთში, ბელარუსში, ყაზახეთში, ყირგიზეთში, ტაჯიკეთში, თურქმენეთსა და უზბეკეთში. რუსეთის საზღვრებს გარეთ, 43 ქვეყანაში სულ 176 თეატრი ფუნქციონირებს.



radiotavisupleba.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up